სიახლეები
ინტერვიუ

„დირექტორი უნდა იყოს მხარდამჭერი, როგორც მოსწავლის ასევე მასწავლებლის, ითვალისწინებდეს მათ ინტერესებს“ - ქუთაისის N12 სკოლის ხელმძღვანელი ნათია სულავა
13-08-2025
-
+


ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში, დირექტორის - ნათია სულავას ხელმძღვანელობით,​ მოსწავლე-მასწავლებელთა წარმატებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. 

სკოლის დირექტორი დარწმუნებულია, რომ მისი როლი მხოლოდ ადმინისტრაციული მართვით არ შემოიფარგლება. „დირექტორი უნდა იყოს მხარდამჭერი, როგორც მოსწავლის, ასევე მასწავლებლის, უნდა ითვალისწინებდეს მათ საუკეთესო ინტერესებს და იყოს ორიენტირებული თვითგანვითარებაზე“, - ამბობს ის. მისი ხედვით, სწორედ ეს დამოკიდებულება აძლიერებს მოტივაციას და ქმნის გარემოს, სადაც თითოეული მოსწავლე და პედაგოგი მხარდაჭერასა და დაფასებას გრძნობს.

ნათია სულავას თქმით, წარმატების გზაზე საქმისადმი სიყვარული, პასუხისმგებლობა, სამართლიანობა და კომუნიკაბელურობა ეხმარება. როგორც სკოლის ხელმძღვანელი აღნიშნავს, თანამედროვე პედაგოგისთვის აუცილებელია ინოვაციურობა, პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა და თანამშრომლობის უნარი, რათა 21-ე საუკუნის გამოწვევებს ფეხი აუწყოს. 

ამჟამად სკოლის ერთმუშტად შეკრული გუნდი, ახალი სასწავლო წლისთვის ემზადება, რათა მოსწავლეებს დაუვიწყარი პირველი სასწავლო დღე აჩუქოს. 

- როგორ ემზადებით სასწავლო წლის დასაწყისისთვის ?

- როგორც ყოველთვის, ახალი სასწავლო წლისთვის ვაწესრიგებთ და ვალამაზებთ სკოლის ინფრასტრუქტურას, ვამზადებთ რესურსებს, რომლებსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან ვიღებთ, კერძოდ:  მოსწავლის წიგნებს, რვეულებს, კომპიუტერებს, მერხებს, სკამებს, დაფებს, ყველა იმ რესურსს, რაც აუცილებელია საასწავლო პროცესისათვის.

- რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი სასწავლო წლის პირველ დღეებში?

- მნიშვნელოვანია ყველა მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს შევხვდეთ კარგ და ლამაზ გარემოში, პოზიტიურად, თბილად, დიდი მონატრებითა და სიყვარულით.

- როგორ ხვდებით პირველკლასელებს? გაქვთ ტრადიციები ან სპეციალური მეთოდები მათი ადაპტაციისთვის? 

- პატარებს, რომელთათვისაც ჯერ უცხო და ახალია სასკოლო სივრცე, ვცდილობთ შევხვდეთ განსაკუთრებულად, ვქმნით საზეიმო განწყობას სკოლაში, ვეხმარებით ადაპტაციასა და ტრანზაქციაში, გვაქვს მისასალმებელი ღონისძიება, სურვილი გვაქვს სასწავლო წლის დასაწყისი ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლისთვის და არამარტო პირველკლასელისთვის იყოს საზეიმო დღე,  რომელიც არასდროს დაავიწყდებათ.

- თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს იდეალური პირველი დღე სკოლაში?

- სკოლაში პირველი და ყველა მომდევნო დღე უნდა იყოს მოსწავლეზე,  მის საჭიროებაზე ორიენტირებული და პოზიტიური, სკოლის შენობაში შემოსვლისთანავე უნდა იგრძნობოდეს კეთილგანწყობა, სიყვარული და მზრუნველობა, როგორც უკვე გითხარით, პირველი დღე სკოლაში  უნდა იყოს საზეიმო, ამაღლებული და მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი.   

- რას ურჩევდით ახალგაზრდა პედაგოგს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას სკოლაში? მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში?

- უყვარდეს მისი საქმე,  მოსწავლეები, იყოს სხვისი გამოცდილების გამზიარებელი, პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული, სიახლეების მაძიებელი.

მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში მას დაეხმარება პოზიტიური და მჭიდრო კომუნიკაცია. უნდა იყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი, ასევე მათი ინტერესების დამცველი, უნდა გამოხატავდეს, რომ  ყოველთვის მზადაა მათთან თანამშრომლობისთვის.

- რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვნად პედაგოგის საქმიანობაში? 

- პედაგოგისთვის ყველაზე მთავარია უყვარდეს მისი საქმე/სკოლა/მოსწავლეები, იყოს ინოვატორი, კომუნიკაბელური, არ ჩამორჩეს და ფეხი აუწყოს  21-ე საუკუნის გამოწვევებს, ორიენტირებული იყოს  პროფესიულ ზრდაზე, ასევე ძალიან  მნიშვნელოვანია შეეძლოს თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და სხვისი შესაძლებლობების აღიარება.

- რა იყო თქვენთვის ყველაზე დიდი სირთულე მასწავლებლად მუშაობის დასაწყისში და როგორ გაუმკლავდით? 

- ისევე როგორც ყველას, მეც პროფესიაში შესვლისას მქონდა გამოწვევები, რომლის გადაჭრაში ხელი შემიწყო სწორედ იმ უნარ - ჩვევებმა და თვისებებმა, რომელსაც ვთვლი, რომ უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის მსურველს, კერძოდ: არჩეული საქმისადმი სიყვარული, პასუხისმგებლობა, სამართლიანობა, კომუნიკაბელურობა, პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულობა, თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და სხვისი აღიარება.

- როგორ ამზადებთ გუნდს ახალი სასწავლო წლისთვის? 

- ყველა ერთად, მთელი სასკოლო საზოგადოება და ძალიან ძლიერი, ერთგული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ვემზადებით იმ ზეიმის მოსაწყობად, რომელსაც სასწავლო წლის დასაწყისში მოვუწყობთ ჩვენი სკოლის ძვირფას მოსწავლეებს.

- რა არის თქვენი გამოცდილებით ყველაზე ეფექტური მიდგომა მოსწავლეთა და მასწავლებელთა მოტივაციისთვის? 

- ჩემი გამოცდილებით თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დირექტორი უნდა იყოს მხარდამჭერი, როგორც მოსწავლის ასევე მასწავლებლის, უნდა ითვალისწინებდეს მათ საუკეთესო ინტერესებს, ორიენტირებული უნდა იყოს თვითგანვითარებაზე, რაც ხელს უწყობს მოტივაციის ამაღლებას როგორც მოსწავლეებში, ასევე მასწავლებლებში. ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ მე ვარ გულშემატკივარი და მათი შრომის დამფასებელი.

- როგორ ეხმარებით დამწყებ პედაგოგებს პროფესიულად განვითარებაში?

- ერთად ვიკვლევთ საჭიროებებს და ვეძებთ მათი გადაჭრის გზებს, კერძოდ, სკოლის ბაზაზე მასწავლებლის პროფესიული განვითარებით, ტრენინგებით და სხვა.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

როდემდე გაგრძელდება უამინდობა - სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

NAEC-ის ახალი დირექტორი თამარ მემანიშვილია - წერეთელმა თანამდებობა 15 იანვარს დატოვა 

მშობლები სასწავლო პროცესის შეჩერებას ითხოვენ - უამინდობის გამო სკოლებში მოსწავლეების დიდი ნაწილი არ მივიდა

„პედაგოგთა შრომის ანაზღაურების მიზნით, სკოლის დაფინანსებას უზრუნველყოფს მასწავლებლის სახლი“ - ბრძანება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

„ეს მეჯლისი ბავშვებისა და მაყურებლის მეხსიერებაში დარჩება, როგორც ახდენილი ზღაპარი“

„ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ ბევრ წინსვლასა და გამარჯვებას!“

 

„ვულოცავთ, ანას ამ წარმატებას, ასევე მის მწვრთნელებსა და მშობლებს. ეს გამარჯვება ნამდვილად საამაყოა ჩვენი სკოლისა და მთელი თემისთვის!“

ღონისძიების მთავარი სათქმელი იყო ისეთი მარადიული ღირებულებების წარმოჩენა, როგორებიცაა სიკეთე, ერთგულება და მეგობრობა

მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ

საინტერესო

ქვეყანა, სადაც რეპეტიტორობა აკრძალულია - კერძო მასწავლებლებს სანქციები, რიგ შემთხვევაში კი  საქმიანობის აკრძალვა ემუქრებათ 

2026 წლის პირველი გაკვეთილი: როგორ გავუმარტივოთ სასკოლო რიტმში დაბრუნება მოსწავლეებს?

სიახლეები
საზოგადოება