| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ეროვნული კომიისის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და დაამზადეს ვიდეორგოლი დეზინფორმაციის თემაზე.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში წელს პირველად ისწავლება არჩევითი საგანი მედიაწიგნიერება, რომელსაც პედაგოგო ანა ანდრიაშვილი ასწავლის.
აღნიშნული საგნის ფარგლებში XI კლასის მოსწავლეები გადიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც მათ ცნობიერებას აუმაღლებთ მედიაწიგნიერების რაობაზე, მედიისა და ინფორმაციის ენაზე, დეკოდირების შესახებ, დეზინფორმაციასა და კიბერბულინგზე.
ოქტომბერში, კომუნიკაციების ეროვნული კომიისის მიერ გამოცხადდა კონკუსი „მედიაწიგნიერების ოლიმპიადა“, თემა: „როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას”, სადაც მე-9ა და მე-11ა კლასის მოსწავლეთა ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა.
ვანო მაზანაშვილმა, გიორგი ბაბლომაშვილმა და ვალერი სურამლიშვილმა დაამზადეს 3 წუთიანი ვიდეორგოლი დეზინფორმაციის თემაზე. მათი ნამუშევარი არის საუკეთესო რესურსი მოსწავლეებში ცნობიერების ასამაღლებლად.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მათ გამოეგზავნათ სერტიფიკატები, რომელიც სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ლეილა ქოჩორაშვილმა, გადასცათ.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილდებეს მასწავლებელი - ყველა დეტალი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება