სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კაცხის საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა ქართული ენის დღეს საინტერესო პრეზენტაციები მიუძღვნეს 
16-04-2025
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე შემოქმედებითად აღინიშნა. 

ღონისძიება ემსახურებოდა ქართული ენის, როგორც ეროვნული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილის, წარმოჩენასა და დაფასებას და განმსჭვალული იყო ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით.

მე-6 კლასის მოსწავლეებმა დედ ენის დღესთან დაკავშირებით, მოამზადეს პრეზენტაციები სხვადასხვა თემაზე: 1) 1978 წლის 14 აპრილი; 2) იაკობ გოგებაშვილის - დედა ენა; 3) ბარბარიზმები; 4) ქართული დამწერლობები: ასომთავრული, ნუსხა-ხუცური, მხედრული; 5) გამონათქვამები ქართული ენის შესახებ.

მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები გამართეს და ისაუბრეს 1978 წლის 14 აპრილის მოვლენეზე, იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე წიგნიერების განვითარების საქმეში, ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობაზე, ქართულ უნიკალურ დამწერლობებზე, წაიკითხეს ცნობილი ადამიანების გამონათქვანები ქართული ენის შესახებ და ხოტბა შეასხეს დედაენას. 

ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებით აღმოჩნდა. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება