სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლე გოგონებმა სასკოლო საფეხბურთო ჩემპიონატში ოქროს თასი მოიგეს
16-04-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული წარმატებით ხარობენ.

სკოლის მოსწავლეებმა, ბრწყინვალე წარმატებას მიაღწიეს გოგონათა სასკოლო საფეხბურთო ჩემპიონატში და სკოლაში ოქროს თასით დაბრუნდნენ.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ეს დიდი წარმატებაა... სასიხარულო და მისაბაძი მაგალითია ყველა სკოლისთვის. ეს ფაქტი კი იმას ნიშნავს რომ შეუძლებელი არაფერია თუ  მას გულით მოინდომებ და ამაში ხელს დირექტორი, მასწავლებლები და მშობლები შეგიწყობენ“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ფიროსმანის სკოლა დაარსებიდან დღემდე ამ სპორტისადმი დიდ ინტერესს და სიყვარულს იჩენს. სკოლას ახსოვს სხვადასხვა დროში დიდი თუ პატარა წარმატებები, რომელსაც სკოლის ისტორია სათუთად ინახავს. 

გოგონებმა კიდევ ერთხელ ასახელეს სკოლა, სოფელი ფიროსმანი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი. ამ წარმატებაში კი დიდი წვლილი მიუძღვით, სპორტის მასწავლებლებს - ხვიჩა ბოლქვაძესა და ზურაბ ჩალაბაშვილს.

ფიროსმანის სკოლა მადლობას უხდის გოგონებს თეა წილოსანს, ანა ბოლქვაძეს, ანა ბერიძეს, მაკა სურმანიძეს, მარიამ სურმანიძესა და სალომე ბერიძეს და ყველას ვინაც წვლილი შეიტანა ამ წარმატებაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება