სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია გულწრფელობა, ნდობა, აღიარება“ -  ეკა ესიავა, ონტოფოს საჯარო სკოლის დირექტორი
19-03-2025
-
+


აკადემიკოს ვარლამ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს საჯარო სკოლას დირექტორი ეკა ესიავა წარმატებით ხელმძღვანელობს. სკოლაში თანამშრომლობასა და პატივისცემაზე დაფუძნებულ გარემოს უზრუნველყოფს, სადაც დაცულია უსაფრთხოების წესები და შინაგანაწესი.

მოსწავლე-მასწავლებლები აძლევენ მოტივაციას აკეთოს საქმე საუკეთესოდ და ქვეყანას განათლებული და ერუდირებული თაობა აღუზარდოს. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს აკადემიკოს ვარლამ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ესიავა პასუხობს. 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- უსაფრთხოების წესების და შინაგანაწესის დაცვას.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- გულწრფელობა, ნდობა, აღიარება.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- ისინი აფასებენ სკოლის პერსონალს, მასწავლებლებს, პატივს სცემენ ერთმანეთს.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- ერთიანობას, გვერდში დგომას, თანამშრომლობას და პატივისცემას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები, რომლებიც მაძლიერებენ.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- კონსტანტინე გამსახურდიას „დავით აღმაშენებელი“.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება