სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
12-03-2025
-
+


ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსან კურსდამთავრებულთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ ახალგორის საკრებულოს დადგენილება გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, ოქროსმედალოსანი მოსწავლეები 500 ლარს, ვერცხლისმედალოსნები კი 300 ლარს მიიღებენ და პროგრამა ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების კურდამთავრებულებს.

თანხის მისაღებად ახალგორის მუნიციპალიტეტში განმცხადებელმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე:

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დაბადების მოწმობის ასლი ან/და კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი, მინდობილობა/რწმუნებულება (იმ შემთხვევაში, თუ წახალისების მიმღები პირი არასრულწლოვანია);

დ) სრული ზოგადი განათლების ატესტატი;

ე) ოქროს /ვერცხლის მედლით დაჯილდოების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) ახალგორიდან იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილი) მოწმობის ასლი;

ზ) წახალისების მიმღები პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერი, გაცემული კანონით დადგენილი წესით.

შეგახსენებთ: ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებულის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10, დამრგვალების გარეშე, ხოლო ვერცხლისმედალოსანი კურსდამთავრებულის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9, 8 ან მეტი.

დოკუმენტი სრულად იხილეთ ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება