სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში თანამედროვე ქართველ მწერალს საინტერესო ღონისძიებით უმასპინძლეს
10-02-2025
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა, არაერთი შესანიშნავი მოსწავლის განათლებას ემსახურება. ქალაქში ერთ-ერთი გამორჩეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მომავალ თაობას ხარისიხან და სიღრმისეულ განათლებას აძლევს. სწორედ აქ გაიმართა თანამედროვე ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი შეხვედრა.

შეხვედრაზე სკოლას ესტუმრა თანამედროვე ქართველი მწერალი, გივი ჩიღვინაძე, რომელიც მეორე, მესამე, მეხუთე და მეშვიდე კლასის მოსწავლეებს შეხვდა.

ბავშვებმა განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მიიღეს სტუმარი. მეორეკლასელებმა მისი საბავშვო წიგნის - „მთებისა და ტყეების ამბები“, მიხედვით დადგმული პიესა წარმოადგინეს.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მოსწავლე ერთდროულად რამდენიმე პერსონაჟს ასრულებდა, რაც კიდევ უფრო ამდიდრებდა სპექტაკლის ეფექტს.

შეხვედრის განმავლობაში მოსწავლეებმა სხვა ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ლექსები წაიკითხეს და მრავალი საინტერესო კითხვა დასვეს. ისინი განსაკუთრებული ინტერესით მოეკიდნენ თანამედროვე ქართული ლიტერატურის გაცნობას, რაც მათ სიღრმისეულ ცოდნასა და წიგნებისადმი სიყვარულზე მეტყველებდა. მწერალმა მათ ახალი ნაწარმოებებიც წაუკითხა, გააცნო საავტორო წიგნები და საჩუქრებიც გადასცა, როგორც ბავშვებს, ისე მასწავლებლებს.

ღონისძიების ორგანიზატორი სკოლის პედაგოგი მარი თაბაგარი იყო. სწორედ მისი ძალისხმევითა და მონდომებით მომზადებული მოსწავლეები განსაკუთრებული ცოდნითა და შემოქმედებითი უნარებით გამოირჩეოდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ლალი მელივა და სხვა პედაგოგები.

ღონისძიება სავსე იყო სითბოთი, სიყვარულითა და ლიტერატურისადმი ინტერესით. მსგავსი შეხვედრები კიდევ ერთხელ მოწმობს, რამდენად მნიშვნელოვანია ახალი თაობისთვის ქართული მწერლობის გაცნობა და წიგნებისადმი სიყვარული.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება