სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზღაპრული წინასაახალწლო დღეები დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლაში
17-01-2025
-
+


დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს წინასაახალწლო დღეებიც დღესასწაულად ექცათ. გაიმართა არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება, რამაც მოსწავლეებს ჯადოსნური საახალწლო განწყობა აჩუქა. 

პედაგოგებმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა შსთავაზეს. 

26 დეკემბერს, საახალწლო ღონისძიება მე-2 კლასელებმა გამართეს. ზეიმი შთამბეჭდავი და დაუვიწყარი აღმოჩნდა. ღონისძიების ბოლოს ბავშვებმა „ბენი ლენდის“ პროგრამაში მონაწილეობისთვის დიპლომიც დაიმსახურეს. 

დამრიგებელმა პატარებს ახალი წელი დიდი სიყვარულით მიულოცა და ზღაპრული ოცნებების ასრულება უსურვა. 

დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ანიმატორები სტუმრობდნენ, რომელთაც პატარები არაერთ გასართობ აქტივობაში ჩართეს. 

სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა (კლასის დამრიგებლები: ეთო ალადაშვილი და ნონა ტოკლიკიშვილი) და მაყურებელს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

ღონისძიებების სერიას შეუერთდნენ მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები. ზეიმი სკოლის თვითმმართველობისა და სკოლის დირექციის ორგანიზებით, ჩატარდა და მეტად შთამბეჭდავად წარიმართა. 

სახალისო, გასართობი წარმოდგენებით, შემოქმედებითი ნომრებით მიულოცეს მოსწავლეებმა ერთმანეთს და სრულიად სასკოლო საზოგადოებას შობა-ახალი წელი.

მე-3 კლასის მოსწავლეები კი საახალწლო ეკოაქტივობაში ჩაერთნენ. მოსწავლეებმა იროდიონ ევდოშვილის მოთხრობის - „ნაძვის ცრემლების“ შესწავლის შემდეგ ბუნების დაცვის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიაზრეს და ყველას მოუწოდეს არ მოჭრან ხე.  (იხილეთ ვიდეო )

მესამეკლასელები საახალწლო საჩუქრებითად დასაჩუქრდნენ და ლამაზი საახალწლო ფოტოსესიაც მოაწყვეს. (იხილეთ ვიდეო)

იხილეთ ღონისძიებების ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა:





კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება