სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საუბრები ქართლის ბედზე“- ზესტაფონის N5 სკოლის მე-9 კლასელთა საინტერესო ინტეგრირებული პროექტი და ანალიტიკური თოქ-შოუს ფორმატით წარმართული პრეზენტაცია 
15-01-2025
-
+


ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სკოლის ქართული ენის კათედრა (კათედრის გამგე ირმა ბაბულაშვილი) კი ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო პროექტებით.

ამჟამად, კათედრამ მოსწავლეებს შესთავაზა ქართული ენა/ლიტერატურისა და ისტორიის ინტეგრირებული პროექტი, რომელიც მასწავლებლების - ხათუნა ჩიტორელიძის (ისტორია) და ირმა ბაბულაშვილი (ქართული ენა/ლიტერატურა) ინიციატივით ჩატარდა.

პროექტი განხორციელდა მე-9ბ კლასში (დამრიგებელი ირმა ბაბულაშვილი) ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემა „ბედი ქართლისას“ მიხედვით.

პროექტის პრეზენტაცია სატელევიზიო ანალიტიკური თოქ-შოუს ფორმატით წარიმართა, 
გადაცემის სათაური იყო - „საფიხვნო“ და მასში როლური თამაშით, მონაწილეობდნენ ლიტერატორები, ისტორიკოსები, ანალიტიკოსები, მედიაწიგნიერები და ჟურნალისტები.

მოსწავლეებმა ქართლის ბედზე სასაუბროდ მიიწვიეს სასკოლო საზოგადოების წევრები 
- მშობლები და პედაგოგები.

გადაცემამ წარმატებით, საინტერესოდ, დისკუსიის სახით ჩაიარა და აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა.

„მიზანი მიღწეულია, მოსწავლეებმა აკადემიურ ცოდნასთან ერთად თვალნათლივ
წარმოაჩინეს მაღალი სააზროვნო უნარების (ანალიტიკური, კრიტიკული,
შემოქმედებითი, პრობლემის გადაჭრის და ცოდნის ტრანსფერის) კარგად ფლობა“,- გვეუბნებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და კრეატიულობა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება