| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში ზღაპრული სადღესასწაულო განწყობა ტრიალებს. სკოლაში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. სკოლის მე-2ბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ელზა ზიბზიბაძე), რამდენიმე მუსიკალური ნომრით, წინასაახალწლო განწყობა შეუქმნეს სკოლის მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს.
ღონისძიებაში უფროსკლასელებიც მონაწილეობდნენ. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მე-8ბ კლასელი ზურა რობაქიძის მიერ წაკითხულმა ირაკლი აბაშიძის ცნობილმა ლექსმა - „პირველი თოვლის სიმღერა“.
ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნა სკოლასთან არსებულ ქორეოგრაფიულ
ანსამბლ „შევარდენის“ ქორეოგრაფმა - ნატალია ყვავაძემ. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სწორედ მისი შრომისმოყვარეობისა და პროფესიონალიზმის წყალობით შეესხა ფრთა მასწავლებლის იდეას.
„მიზანი მიღწეულია, თვალხატულა გოგო-ბიჭების საზეიმო განწყობა ყველას გადაედო. სულ მალე კარს გაიხურავს 2024 წელი, რომელმაც ბევრი ტკბილი და სასიამოვნო მოგონება დაგვიტოვა, თუმცა ბევრი გამოწვევაც გაგვაყოლა მომდევნო 2025 წლისთვის, რასაც ერთობლივი შრომით და ბეჯითობით გავუმკლავდებით-ეს იყო ამ პატარების გულის გამოძახილი“,- გვეუბნებიან სკოლაში და მოსწავლეთა მოტივაციასა და საახალწლო განწყობაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რა შემთხვევაში მოუწევთ საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს განახლებული სახელმძღვანელოების ყიდვა
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
გვჯერა, თქვენი ცოდნა კიდევ ბევრ თაობას გაუკაფავს გზას უკეთესი მომავლისკენ