| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო, მრავალფეროვანი და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლაში ექსკურსია-პროექტი მოეწყო სხვადასხვა კათედრის ჩართულობით. (ქართული ენა-ლიტერატურის კათედრა, ისტორიის კათედრა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა).
ღონისძიება მოიცავდა შემდეგ აქტივობებს:
1. მოსანახულებელი ადგილების შესახებ მასალების მოძიება;
2. მოძიებული მასალის დახარისხება-პრეზენტაციის მომზადება;
3. პრეზენტაციის წარდგენა (თემა-სათაფლია, გელათი, ბაგრატი, მოწამეთა);
4. ფილმის ჩვენება დინოზავრებზე;
5. ექსკურსიის მოწყობა, მარშრუტი (სათაფლია, გელათი, ბაგრატი, მოწამეთა);
6. ღონისაძიების შეჯამება.
აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესით მონაწილეობდნენ. ღონისძიებაში ასევე ჩართულები იყვნენ მშობლებიც.
შუასურების საჯარო სკოლა დიდ მადლობას უხდის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს, დავით შარაშიძეს გაწეული დახმარებისათვის.
პროექტის ხელმძღვანელი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია რამიშვილი გახლდათ.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილდებეს მასწავლებელი - ყველა დეტალი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება