| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურისა და პოეზიის სიყვარულს შთააგონებენ.
„პოეზიამ საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ადამიანური გამოცდილების, კულტურის, ისტორიის და ცივილიზაციის გამოხატვისას. პოეზიის სწავლება აძლიერებს ენისა და წიგნიერების უნარებს, ხელს უწყობს კრიტიკულ აზროვნებას, ემოციური ინტელექტის განვითარებას, კულტურათა გაგებას. პოეზიაში ჩართვითა და თანაზიარებით მოსწავლეები ღრმად აფასებენ ენას, სიტყვის ძალას და მისი მეშვეობით შეიცნობენ სამყაროს“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე ჩატარდა პოეზიის საღამო.
ლიტერატურული ღონისძიება ტერენტი გრანელის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა და მას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი შორენა სიხარულია ხელმძღვანელობდა.
V -VI კლასის მოსწავლეებმა შეაჯამეს კვირის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები, ისაუბრეს პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, წაიკითხეს ლექსები.
„მადლობა მათ აქტიური ჩართულობისა და პოეზიისადმი უდიდესი ინტერესის გამოჩენისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი