| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თეონა კალანდია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერის საჯარო სკოლის პედაგოგია, რომლისთვსაც მნიშვნელოვანია მისი საქმე და ის დიდი მიზანი, რომლისკენაც მოსწავლებთან ერთად ისწრაფვის, მიზანი, რომელიც განათლებული თაობების აღზრდას გულისხმობს. ის დიადი გეგმებით, ერთგულად დგას განათლების სადარაჯოზე და თავისი წვლილი შეაქვს წიგნიერი მომავლის შექმნაში.
იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ თეონა კალანდიასთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- მოსწავლისა და მასწავლებლის უფლება-მოვალეობის დაცვას.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- სიყვარული, ნდობა, პატივისცემა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- უკეთესი მომავლისაკენ სწრაფვა და წინსვლა, რომელიც ჩვენი სკოლის საწინდარია.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ჩემი საქმე, მისია და მოვალეობები, რომელსაც ვახორციელებ ჩემს მოსწავლეებთან.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- პოეზიის საღამო და მხატვრული კითხვა.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილდებეს მასწავლებელი - ყველა დეტალი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება