| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოების განვითარებასა და თანამშრომლობითი გარემოს ჩამოყალიბებაზე მისი ხელმძღვანელი, დირექტორი - თამილა გელაშვილი აქტიურად ზრუნავს.
მისი თაოსნობით, სკოლას არაერთი წარმატებისთვის მიუღწევია. დირექტორი სკოლაში პოზიტიურ სასკოლო გარემოს ქმნის, რაც ნიშნავს, რომ მოსავლეები ენდობიან მასწავლებლებს, არ ეშინიათ კითხვების დასმის და მზად არიან მიიღონ გამოწვევები.
ამ და სხვა საინტერესო საკითზებზე სკოლის დირექტორმა etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- გვქონდეს პოზიტიური ურთიერთობა - მოსწავლეებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან. მოსწავლეები თავს გრძნობდნენ უსაფრთხოდ, ენდობოდნენ სასკოლო საზოგადოების წევრებს, არ ეშინოდეთ კითხვების დასმის და მზად იყვნენ მიიღონ გამოწვევები.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ნდობა, რომელიც განვითარებისა და სწავლის ადრეულ ეტაპზე ყალიბდება მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის. მხოლოდ ამ საიმედო გარემოში შეუძლია ბავშვს თამაში, სწავლა და შემეცნება.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ისინი არიან მეგობრულები, აქტიურები და მთლიანად ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში. მათი უკეთესი მომავლისკენ სწრაფვა, ჩვენი სკოლის დიდი წარმატების საწინდარია.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- თანამშრომლობით ურთიერთობას, წარმატებულ მოსწავლეს, მასწავლებელს და მადლიერებით აღსავსე მშობელს.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- სკოლაში პოზიტიური გარემოს შექმნა, მოსწავლეებისათვის ყოველდღიურად საინტერესო გამოწვევების მიწოდება.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ყველას ვურჩევდი წაიკითხონ ლინდა მალალი ჰანთის - „თევზი ხეზე“, კონსტანტინე გამსახურდიას - „დიდოსტატის მარჯვენა“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- განსაკუთრებით მახარებდა გაზაფხულთან და ახალ წელთან დაკავშირებული ღონისძიებები.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს
„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...
აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება