სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რუისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო პროექტის ფარგლებში, საბრძოლო დიდების მუზეუმს ესტუმრნენ
15-11-2024
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლაში აქტიური და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ. 

ამჯერად, XI კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების შესწავლისას პროექტი - „ჩემი საქართველო“ განახორციელეს. მოსწავლეები ქალაქ გორში საბრძოლო დიდების მუზეუმს ესტუმრნენ. მათ 1941-1945 წლების ისტორიული ფაქტების ამსახველი ფოტოები და ნივთები დაათვალიერეს. ისინი აქტივობაში მასწავლებლის -  მარიკა ღვინიაშვილის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, განსაკუთრებული ინტერესი, მღელვარება და ტკივილით აღსავსე ემოციები 2008 წლის ომის და კერძოდ, შინდისის გმირების კუთხემ გამოიწვია. იქ ქალაქ გორის დაბომბვის ამსახველი ფოტოები, აფეთქებული ბომბების ნაწილები, აგრეთვე შინდისის გმირების სამოსი, პირადი ნივთები, ჯილდოებია განთავსებული.

„მოსწავლეებმა იმსჯელეს მუზეუმში მიღებულ ინფორმაციაზე, შეაფასეს ყოველივე და ამაყად, თავდაჯერებულად თქვეს, რომ თვითონ და მათი თანატოლები ის თაობაა, რომელიც გაამთლიანებს და დიდებას დაუბრუნებს საქართველოს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს შეეხება - პროგრამა ხვალიდან, 22 ოქტომბრიდან იწყება 

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...

მოსწავლეები ასევე შეუერთდნენ მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამას

ბალღოჯიანის საჯარო სკოლა თამარ კირიაკოვს გულითადად ულოცავს ამ მნიშვნელოვან აღიარებას
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება