სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მთის დღე“- კოჭბანის საჯარო სკოლაში უძველესი სასოფლო ტრადიცია აღადგინეს ​
15-11-2024
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი და გამორჩეული აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, სკოლაში პროექტი - „მთის დღე - კოჭბანში“ განხორციელდა. ადგილზე ბუნებრივი და დეკორატიული ხელოვნების სინთეზი იყო, რაშიც უდიდესი წვლილი მოსწავლეებმა შეიტანეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ მიერ შექმნილმა მხატვრულმა გარემომ ტრადიციულ და განახლებულ ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი შესძინა.

პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ნამუშევარი და შემოდგომის ნობათი იყო გამოფენილი.

„საერთო ჩართულობით, გუნდურად განხორციელებული პროექტი, უძველესი სასოფლო ტრადიციის აღდგენაა, შთამბეჭდავად აღინიშნა ჩვენს სკოლაში. ამ საინტერესო დღეს  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია, ბატონი ავთანდილ გულიკაშვილის თაოსნობით, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი - ქალბატონი ლელა ფანოზიშვილი ჩვენს გვერდით იდგნენ. ეს ფაქტი უაღრესად დასაფასებელია, რადგან კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა, თემის ჩართულობის თვალსაზრისით. სტუმრებს ტრადიციის აღდგენა ბატონმა ავთანდილმა მიულოცა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

მადლობა ჩვენი სკოლის გუნდს, მშობლებს, ერთსულოვნებისთვის! დიდი მადლობა თავმას ჩოხელს, ჩვენს რწმუნებულს - ბატონ გოჩა მისრიაშვილს, ჩვენს რესურსცენტრსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს შეეხება - პროგრამა ხვალიდან, 22 ოქტომბრიდან იწყება 

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...

მოსწავლეები ასევე შეუერთდნენ მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამას

ბალღოჯიანის საჯარო სკოლა თამარ კირიაკოვს გულითადად ულოცავს ამ მნიშვნელოვან აღიარებას
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება