სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და აქტიურ თანამშრომლობას“- ბუბა ბარბაქაძე, ქუთაისის N13 სკოლის პედაგოგი  
13-11-2024
-
+


ბუბა ბარბაქაძე ქუთაისის N13 საჯარო სკოლის პედაგოგია, რომლისთვისაც ნიშვნელოვანია მოსწავლეებს შეუქმნას გარემო, სადაც თითოეული მათგანი თავისუფლად გამოხატავს აზრს და არ უშინდება გამოწვევებს, ის თანამედროვე მიდგომებით ზრუნავს მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება და საგაკვეთილო პროცესი საინტერესო ინიციატივებით გაამდიდროს და აღზარდოს თაობები, რომლებსაც ყოველთვის ექნებათ ამბიცია იყვნენ უკეთესები. 

იხილეთ, ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ ბუბა ბარბაქაძესთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- მხარდაჭერას, თანამშრომლობას, კეთილგანწყობას და სანდოობას, როგორც მოსწავლეების ისე მასწავლებლების მხრიდან. ასეთ გარემოში მასწავლებელი თავისუფლად გამოხატავს თავიანთ იდეებს.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- პატივისცემა ნდობა, კომუნიკაცია, მხარდაჭერა და რაც მთავარია სწორი საზღვრების დაწესება ,თუ ეს ელემენტები დაცულია, მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა სასწავლო პროცესში ეფექტურია.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან....

- ისინი მუდმივად სწავლობენ და ცდილობენ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას, მათი თავდაჯერებულობა, კრეატიულობა, მუდმივი სურვილი  გაუმჯობესებისკენ, მე როგორც მასწავლებელს უდიდეს მოტივაციას მაძლევს.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ყველა წევრი აქტიურადაა ჩართული. საზოგადოების სიძლიერე ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და აქტიურ თანამშრომლობას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- მოსწავლეების პროგრესზე ზრუნვა, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ შევთავაზო მათ როგორც სახალისო, ისე შემეცნებითი დავალებები, რათა სასწავლო პროცესი იყოს მოტივაციური და ინფორმაციული!

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...

- არის კონსტანტინე გამსახურდიას ,,დავით აღმაშენებელი“. ეს რომანი არის გამსახურდიას მიერ შექმნილი ფასდაუდებელი ნაშრომი, ვთვლი, რომ ეს რომანი ყველა ქართველის ოჯახში სამაგიდო წიგნად უნდა იყოს.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- დამრიგებლის აქტიურობითა და თაოსნობით დადგმული პატარა სპექტაკლები: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „კაცია ადამიანი?“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „იავნანამ რა ჰქმნა“ და სხვა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება