სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან სკოლაში მიღებული ცოდნით, ხშირად აღწევენ წარმატებას“- ნატო კელეპტრიშვილი, ქსოვრისის სკოლის პედაგოგი
13-11-2024
-
+


ნატო კელეპტრიშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგია, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია შეუქმნას მოსწავლეებს გარემო, სადაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ და არ შეუშინდებიან კითხვების დასმასა თუ იდეების გაზიარებას -  ამ შემართებით ის ღირსეულად ემსახურება თავის პროფესიას და ახარებს, რომ განათლებული ახალგაზრდების აღზრდაში თავისი წვლილი შეაქვს. 

იხილეთ, ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ ნატო კელეპტრიშვილთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- გარემოს, სადაც მოსწავლეები თავს გრძნობენ უსაფრთხოდ, არ ეშინიათ კითხვის დასმის.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- მათი თანამშრომლობა, რათა გაიზარდოს მოზარდის მიღწევები.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...

- სკოლაში მიღებული ცოდნით, ხშირად აღწევენ წარმატებას.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- გუნდურობას, ურთიერთპატივისცემას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- დაკისრებული საქმიანობის კეთილსინდისიერად შესრულება და პასუხისმგებლობის გრძნობა.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“. 

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- სასკოლო ექსკუსიები და ლაშქრობები. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება