სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ალმატის საჯარო სკოლაში შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო
14-06-2018
-
+


ალმატის საჯარო სკოლაში შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო, რომელიც მე-7 კლასის ხელმძღვანელის, ნატა მთვარელიშვილის მიერ იყო ორგანიზებული. მასში მონაწილეობა მე-7 კლასის მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა მიიღეს.     

მოსწავლეებმა სამების საკათედრო ტაძარი მოინახულეს, რის შემდეგაც დადებითი ემოციებით დატვირთულნი მთაწმინდის პარკისაკენ გაემართნენ. დაუვიწყარი გართობის შემდეგ კი გზას სახლებისკენ გაუდგნენ.       

ექსკურსიის მიზანი იყო: მართლმადიდებული ტაძრის არქიტექტურის გაცნობა; ქართული ისტორიის და კულტურის უკეთ სწავლა და შეყვარება; მოსწავლეებში უკეთესი ურთიერთობის დამყარება; მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის თანამშრომლობა და სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობა.

მოსწავლეთა განათლებასა და მსოფლმხედველობის ფორმირებისათვის ექსკურსიების ჩატარებას სკოლაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ასეთ ღონისძიებებზე მოსწავლეებს სოციალური და საკუთარი თავის მართვის უნარ-ჩვევები უვითარდებათ, ასევე, გარემოსადმი სწორ  დამოკიდებულებას გამოიმუშავებენ.

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება