სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N92 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა ჩაატარეს
29-10-2024
-
+


თბილისის N92 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ახლახან, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მე-73 კლასის მოსწავლეებთან, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა ჩაატარა.

პროექტის მიზანი მოზარდებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება, ასევე, სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება გახლდათ.

გაკვეთილის განმავლობაში, მოსწავლეებმა ისეთ საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია, როგორიცაა:

  • რას ნიშნავს ცხოველის კეთილდღეობა;
  • რა უფლებები აქვს ცხოველს;
  • მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები;
  • რატომ უკეთიათ ძაღლებს „საყურე“;
  • რა პასუხისმგებლობა აქვს ცხოველის პატრონს და ზოგადად, ადამიანს;
  • ცხოველების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და არარაციონალური შიშები;
  • მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები;
  • პატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრობლემა;
  • როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში.

გარდა ამისა, შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნახეს და მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე იმსჯელეს.

სოციალური პასუხისმგებლობის წახალისების მიზნით, მოსწავლეებს სააგენტოს წარმომადგენლებმა სერტიფიკატები გადასცს და სტატუსი - „ცხოველების მეგობარი“ მიანიჭეს.

აქტივობაში ჩართული იყვნენ კლასის დამრიგებელი თეა ლორთქიფანიძე და ბიოლოგიის მასწავლებელი მაია ზაქარაია.

„მადლობას ვუხდით სკოლის დირექციას, შეხვედრის ორგანიზებაში დახმარებისთვის და ასევე, მადლობას ვუხდით სკოლის სასწავლო ნაწილს, ქალბატონ მზევი ცომაიას, შეხვედრაში მონაწილეობისთვის და დასწრებისთვის“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება