სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლამ დაარსებიდან 33 წლისთავი აღნიშნა 
15-10-2024
-
+


ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა ის საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც წარმატებული და პატრიოტი ახალი თაობის აღზრდას, წლებია ემსახურება. 

15 ოქტომბერი ამ სკოლის დაარსების დღეა. ის ბათუმში 33 წლის წინ გაიხსნა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს მართლაც ისტორიული მოვლენა იყო, რადგან პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის იმპერიის დანგრევის შემდეგ, პირველი სასულიერო სკოლა გაიხსნა. 

ამ საქმის სულისჩამდგმელი მეუფე დიმიტრი (შიოლაშვილი), იმხანად დეკანოზი დავითი გახლავთ. 

ქვემოთმოყვანილი უნიკალური კადრები ბევრ ბათუმელს (და, არა მხოლოდ მათ) სიამაყით აუჩუყებს გულს და გაახსენებს იმ დღის დიდებულებას. გიმნაზია აკურთხა ბათუმ-შემოქმედელმა ეპისკოპოსმა კონსტანტინემ (მელიქიძემ), ეპარქიის სამღვდელო დასთან ერთად.

„გილოცავთ, გიმნაზიელებო! გილოცავთ ყველას, ვინც ამ წლების განმავლობაში მოსწავლის, მასწავლებლის, მშობლის სტატუსით ატარებდით ამ საამაყო სახელს!

ამ კადრების ავტორი გახლავთ ბატონი ანზორ ჩანტლაძე. უღრმესი მადლობა მას და მის ოჯახს, რომელმაც შემოინახა ეს ფირი და გადმოგვცა. ფირი ჩვენი მასწავლებლის, ქალბატონ ინეზა კანდელაკის მდიდარ არქივში ინახებოდა. დიდი მადლობა, ინეზა მასწავლებელო“,- ამბობენ სკოლაში და ისტორიულ კადრებს გვიზიარებენ. 


არსებობს გიმნაზიის გახსნის კადრები, რომელიც ზაალ შენგელიამ გადაიღო, რომლის ქალიშვილი ნინო, ამავე გიმნაზიის მოსწავლე იყო. ახლა ნინოს შვილი არის გიმნაზიელი. 

„უღრმეს მადლობას მოვახსენებთ ბატონ ზაალს მასალის მოწოდებისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 


„33 წლის წინ, 1991 წლის 15 ოქტომბერს ახალგაზრდა დეკანოზის დავით შიოლაშვილის,  დღეს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის ჩანაფიქრი, დაეარსებინა სრულიად განსხვავებული, საბჭოთა იდეოლოგიის, წნეხისა და პროგრამებისგან თავისუფალი, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული სკოლა, წარმატებით დაგვირგვინდა!

არადა, ჯერ კიდევ სსრკ-ში ვცხოვრობდით! სკოლასაც განსხვავებული სახელი - გიმნაზია უწოდეს! ჩვენს ქალაქში გამოჩნდნენ განსხვავებული, ლურჯფორმიანი გიმნაზიელები. 

შემოგვრჩა 33 წლის წინანდელი ფოტო, სადაც ყველა მოსწავლე და მასწავლებელი არის ასახული. სულ 50 მოსწავლით დაწყებულ სკოლაში დღეს 1200 ბავშვი სწავლობს!

ამ სკოლამ საგანმანათლებლო სივრცეში უკვე თქვა თავისი სიტყვა, დაწერა ღირსეული ისტორია! 

გილოცავთ, მეუფე! ვეცდებით, მუდამ გეამაყოთ თქვენი გიმნაზიით! 

ვულოცავთ იმ პედაგოგებს, რომლებიც იდგნენ ამ დიდი საქმის სათავეებთან! ბევრი მათგანი დღესაც მოღვაწეობს ამ კედლებში! 

გილოცავთ  გიმნაზიის კურსდამთავრებულთა დიდ არმიას! 

გილოცავთ მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს, სკოლის ყველა თანამშრომელს! 

დიდი პატივისცემით ვინახავთ გარდაცვლილთა ხსოვნას!

ჩვენ სიყვარულით  და სიკეთით გაჯერებული ერთი დიდი ოჯახი ვართ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

ნორაირ მინასიანი ჩაირიცხა სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, მწვრთნელთა ფაკულტეტზე

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება