სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამტრედიის N6 საჯარო სკოლაში სახალხო დღესასწაულს - „ძველ სამტრედიელობას“ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მიეძღვნა
04-10-2024
-
+


მარლენ ბარამიას სახელობის ქალაქ სამტრედიის N6 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სხვადასხვა საინტერესო, შემეცნებით და შემოქმედებითი სახის ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლა შეუერთდა სახალხო დღესასწაულს „ძველ სამტრედიელობას“, რომელიც ყოველთვის ოქტომბრის დასაწყისში იმართება.  

ისტორიის წრის „კლიოს“ მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით, თავიანთ ხელმძღვანელთან - ნინო ჭვალაძესთან ერთად, საინტერესო აქტივობები განახორციელეს  და ასე მიულოცეს  სამტრედიელებს ტრადიციული დღესასწაული. 

მარლენ ბარამიას სახელობის სამტრედიის N6 საჯარო სკოლა ქალაქის ერთ-ერთ ძველ უბანში - „ძველ სამტრედიაში” მდებარეობს. ტრადიციები, რომლებიც ამ უბანს დღემდე შემონახული აქვს, სკოლის მოსწავლეებმა თავიანთ ნამუშევრებში კიდევ ერთხელ გააცოცხლეს.

ბავშვებმა შექმნეს თემატური ნამუშევრები, ისაუბრეს ამ დღესასწაულის შესახებ და საზოგადოებას საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს. სკოლაში მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა - დათვალიერება, რომლის თემატიკა ძველი სამტრედიის კულტურულ მემკვიდრეობას მიეძღვნა.

„მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-დათვალიერება ეძღვნება ძველი სამტრედიის კულტურულ მემკვიდრეობას“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობებით სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს მშობლიურ ქალაქს, მის ღირსშესანიშნაობებს უკეთ აცნობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება