სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლის წარმატება ნიშნავს მოსწავლის პიროვნულ, ინტელექტუალურ და სოციალურ განვითარებას“ - ეკატერინე ჩიტაური, სამთაწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი
06-08-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლას დირექტორი ეკატერინე ჩიტაური წარმატებით ხელმძღვანელობს. სასკოლო საზოგადოების კეთილდღეობაზე აქტიურად ზრუნავს, ცდილობს მოსწავლეებისთვის იყოს სამაგალითო პიროვნება და მათთვის ხარისხიანი განათლება უზრუნველყოს. როგორც აღნიშნავს, თითოეული მოსწავლე უნიკალური და განსხვავებულია, ამიტომ აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა და ინდივიდუალობის პატივისცემა. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სამთაწყაროს საჯარო სკოლას დირექტორი ეკატერინე ჩიტაური პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- თანამშრომლობას სკოლის საზოგადოებასთან, მშობლებთან, თემთან, ადგილობრივ ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან. საგანმანათლებლო გამოცდილების გაზიარებას  და მოსწავლეთა შესაძლებლობების გაზრდას, წარმატებულ და კრეატიულ ადამიანებად ჩამოსაყალიბებლად. 

მოსწავლის პიროვნული, ინტელექტუალური და სოციალური განვითარების მიღწევას. ამ შემთხვევაში წარმატება არის არა მხოლოდ კარგი ქულები, არამედ ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბება, რაც მოსწავლეს სამომავლოდ დაეხმარება. სკოლის მიზნების და ამოცანების შესრულებას. სკოლას აქვს გარკვეული სტანდარტები და მიზნები, როგორც საგნობრივ, ისე პიროვნულ განვითარებაში. წარმატება ნიშნავს, რომ ეს მიზნები და ამოცანები ძირითადად სრულდება. მოსწავლის უნარებისა და პოტენციალის გამოვლენას და მაქსიმალურ რეალიზებას. წარმატება ნიშნავს, რომ სკოლა ახერხებს მოსწავლის უნარებისა და შესაძლებლობების სრულად გამოვლენას და განვითარებას. მოსწავლის კმაყოფილებას სწავლის პროცესით, თანამშრომლობით და სკოლის კულტურით. წარმატება ნიშნავს, რომ მოსწავლისთვის სკოლა არის მოტივაციური და სასიამოვნო გარემო.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- „ცოდნა თავს არ კარგავს“, „ყოველთვის დარჩი ადამიანად, ვინაიდან ყველაფერი დროებითი და წარმავალია, ადამიანობა კი ყოველთვის დასაფასებელია“, - დედის დარიგება.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- ყოველთვის იზრუნონ საკუთარი თავის განვითარებაზე, ცოდნა ძალაა და წარმატებული მომავლის საწინდარია. ღირსეული ნაბიჯებით გავლილი ქონდეთ ყველა ის გზა, რაც გაიარეს და რასაც გაივლიან. ამაყები და თავაწეულები იყვნენ თავისი ქმედებებით.

ნუ შეარჩევენ სპეციალობებს მხოლოდ ფულისა თუ პრესტიჟის გამო, არამედ გაითვალისწინონ საკუთარი შესაძლებლობები და მრავალმხრივი ინტერესები. გაერკვიონ თითოეული უნივერსიტეტის კურიკულუმში, კარიერული ზრდის შესაძლებლობებში და ა.შ. ნათლად განსაზღვრონ  თუ სად იხილავენ  თავს 5-10 წლის შემდეგ და რა ნაბიჯებს გადადგამენ ამ მიმართულებით.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...

- სჯეროდეთ მათი: წარმატების, ოცნების, იდეის, მიზნის მიღწევის. ახალი თაობა სხვანაირად მიზანდასახულები არიან. მთავარია მიზნის მისაღწევად სურვილი და მონდომება. მომავალი თაობა ჩვენი იმედია. ახალი თაობა მზად უნდა იყოს გაუმკლავდეს თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს და აქტიურად ჩაერთოს საზოგადოების განვითარებაში. მათ სჭირდებათ ემოციების მართვისა და სტრესის გადაჭრის უნარების განვითარება, რათა წარმატებით მოახერხონ ცვალებად სამყაროსთან გამკლავება.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- უდიდეს ბედნიერებას და სიხარულს, ცხოვრების განვლილ გზაზე, თუნდაც ერთ მოსწავლეს ქონდეს სურვილი იყოს შენნაირი ადამიანი, პიროვნება, მშობელი, დედა, და, მეგობარი და მასწავლებელი. 

მოსწავლეებს აქვთ განსხვავებული ინტერესები, ხასიათები და ფასეულობები. მნიშვნელოვანია, რომ ეს განსხვავებები დავაფასოთ და პატივი ვცეთ.  მოსწავლეებს ესაჭიროებათ ემოციური გამომხატველობა, თანაგრძნობა და უპირობო მხარდაჭერა მათი განვითარების ყველა ეტაპზე. თითოეული მოსწავლე უნიკალური და განსხვავებულია. აუცილებელია, რომ შევიმეცნოთ მათი თავისებურებები, უნარები და ტალანტები, როდესაც მოსწავლეები თავს უსაფრთხოდ და დაფასებულად გრძნობენ, ისინი უკეთ ღირებულებების და ცოდნის ათვისებას შეძლებენ.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- წიგნი, რომელიც სიამოვნებას მიანიჭებს მისი წაკითხვისას, სრულად შეიგრძნობს მისი შინაარსს, ჟანრი, რომელიც მათთვის საინტერესოა. 

სამეცნიერო ფანტასტიკა და ფენტეზი:

ეს ჟანრები აღაფრთოვანებს მოსწავლეებს, რადგან მრავალი გასაოცარი და ფანტაზიის სამყაროს სთავაზობენ. მაგალითად, „ჰარი პოტერის“ წიგნები, „ვარსკვლავური ომების“ სერია და სხვა.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

სიბრძნესა და სულიერ ზრდას. ყოველ დღე იყოს აღსავსე შემოქმედებითი ენერგიით და გულთბილი, ემპათიური ურთიერთობებით.

როგორც სკოლის დირექტორი:

ჩემი მოღვაწეობა  შეივსოს სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპებით. ჩემი მიზანია:  ყველა მოსწავლის და პედაგოგის მრავალფეროვანი ინდივიდუალობის პატივისცემა, მათი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა და საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფა. პერიოდი -  სკოლაში ჰარმონიული და ნაყოფიერი განვითარებისა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სად ნახავენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს?

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა

 ანაზღაურება 3490 ლარია - რა თანამდებობაზე გამოაცხადა ვაკანსია მანდატურის სამსახურმა 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება