| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მზია კაპანაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც პროფესიული მიზანია ბევრი წარმატებული და მადლიერი მოსწავლე. მიზნის მისაღწევად კი წლებია განათლების სფეროშია და დიდი შემართებით ემსახურება ყველაზე დიად საქმეს - განათლებული და ერუდირებული ახალგაზრდების აღზრდას.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ მზია კაპანაძესთან:
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- თითოეული მოსწავლის, მასწავლებლის წარმატებას, ახალი მიზნების დასახვას და განხორციელებას.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- „მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდა რომ შენ მოგექცნენ“.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- პროფესია აირჩიონ არა პოპულარობის, არამედ ინტერესებიდან გამომდინარე.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- უფროსების მხარდაჭერა, თანადგომა, წახალისება და მაგალითის მიცემა.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- მისთვის უანგარო შრომას, სწორი გზის ჩვენებას....
- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...
- ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- ბევრ მადლიერ და წარმატებულ მოსწავლეს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი