სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ჯუღელი ესეების კონკურსის გამარჯვებულია
09-07-2024
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებულია. მოსწავლეებიც აქტიურობითა და სასწავლო მიღწევებით გამოირჩევიან. ამჯერად სკოლა XIIბ კლასის მოსწავლე მარიამ ჯუღელმა ასახელა. მოსწავლე ესეების მასშტაბური კონკურსის გამარჯვებულია. 

5 ივლისს, Webster University Georgia-ს მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსის ფინალური ღონისძიება გაიმართა, რომელიც ამერიკის დამოუკიდებლობის 248-ე წლის იუბილეს მიეძღვნა.

კონკურსში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 50-მდე მოსწავლე მონაწილეობდა და გამოვლინდა 3 გამარჯვებული, საპრიზო ფონდი კი 1000 ლარს შეადგენდა.

გამარჯვებულებს შორის კი პირველი ადგილი წილად ხვდა ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის XIIბ კლასის მოსწავლეს - მარიამ ჯუღელს, რომლის კლასის დამრიგებელი ფიქრია მაჩიტიძე გახლავთ. 

კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ მე-11-მე-12 კლასის მოსწავლეებს თემაზე - „ტექნოლოგიები და საზოგადოება: ტექნოლოგიის გავლენა საზოგადოებისა და ადამიანის კეთილდღეობაზე“. 

მონაწილეებს უნდა ემსჯელათ ტექნოლოგიის როლზე თანამედროვე საზოგადოების ჩამოყალიბებაში და განეხილათ ტექნოლოგიის ეფექტები სხვადასხვა სფეროში.

პრიზები და სერტიფიკატები მონაწილეებს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ჟიურის წევრებთან ერთად საზეიმო ვითარებაში პროექტის ფინალურ ღონისძიებაზე გადასცა.

Webster University Georgia ყოველწლიურად ატარებს ესეების კონკურსს, ამჯერად ღონისძიებას ესწრებოდა სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი, მათ შორის, ამერიკის სავაჭრო პალატის, გაეროს, Forbes-ის და სკოლების.

„სკოლის სახელით ვულოცავთ მარიამს მორიგ წარმატებას და მომავალშიც დიდ, მნიშვნელოვან მიღწევებს ვუსურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება