სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დირექტორებმა პედაგოგები სტატუსზე 20 ივლისამდე უნდა წარადგინონ - სკოლის ხელმძღვანელმა შუამდგომლობით მასწავლებლის სახლს უნდა მიმართოს
19-06-2024
-
+


„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის" შესაბამისად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წამყვანი/მენტორი მასწავლებლის სტატუსის მსურველთათვის წინადადებების წარდგენის ვადად განსაზღვრულია 2024 წლის 1 ივლისიდან - 19 ივლისის ჩათვლით პერიოდი.
მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია (პორტფოლიო) განთავსებული უნდა იყოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში – eschool ან ელექტრონული სისტემა) არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში. როდესაც მასწავლებელი სრულად ატვირთავს და გამოაქვეყნებს თავისი საქმიანობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, მიმართავს სკოლის დირექტორს პრაქტიკული საქმიანობის შეფასების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შუამდგომლობის თაობაზე.
მასწავლებლებს დოკუმენტაციის ატვირთვა შეეძლოთ მთელი წლის განმავლობაში და შეუძლიათ ახლაც, წარდგინების პერიოდის ჩათვლით - პრაქტიკული საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის ელექტრონულ სისტემაში განთავსება და სკოლის მიერ მასწავლებლის წარდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 19 ივლისისა.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება