სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხულგუმოს საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეთა შემეცნებითი გაკვეთილი წლის მნიშვნელობაზე
17-06-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. 

მათ შორის, მე-6 კლასში ღია გაკვეთილი გაიმართა, რომლის ორგანიზატორი კლასის დამრიგებელი და ისტორიის მასწავლებელი - ანა პეტროსიანი გახლდათ. ისტორიის გაკვეთილის ერთ-ერთი თემა იყო დედაქალაქი თბილისი, მისი დაარსება, ულამაზესი ისტორიული ადგილები და ძველი აბანოები.

ღია გაკვეთილის თემა ასევე გახლდათ - წყალი, წყლის გამოყენება უძველესი დროიდან დღემდე. 

აქტივობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას თავად სკოლაში გვაწვდიან.

„გაკვეთილი მილენამ გახსნა და ძველ თბილისში, ვახტანგ გორგასლის მიერ თბილისის დაარსებიდან, დღემდე, წყლის ისტორიაზე ისაუბრა.

მოსწავლეებმა განაგრძეს საუბარი  წყლის მნიშვნელობისა და თვისებების შესახებ, წყლის შემცველობაზე, თქვეს, სად არის ყველაზე სუფთა წყალი და რა რაოდენობით. ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად აღწერეს ჰაკობმა, არშაკმა, მანემ და ინგამ სლაიდებით.

გოჰარმა წარმოადგინა სლაიდი, წყლის სარგებლიანობისა და დიდი სამედიცინო მნიშვნელობის შესახებ. ბოლოს კი, მასწავლებლებს ურჩია, დალიონ ლიმონიანი წყალი, რათა თავიდან აიცილონ სწრაფი დაბერება. ზინაიდამ და სოფიმ ინფორმაცია შეაგროვეს წყლის მნიშვნელობის  შესახებ.

გაკვეთილის ყველაზე საინტერესო და ამაღელვებელი ნაწილი იყო რეიჩელ ბექვისის ისტორია, რომელიც თინამ და ანტიმ წარმოადგინეს სლაიდით. 9 წლის გოგონამ რეიჩელმა სიცოცხლის ფასად შეძლო აფრიკაში ბავშვებისთვის ფულის შეგროვება, რომლებსაც წყალი სჭირდებათ და შიმშილით კვდებიან. ფონდი დღესაც მის სახელს ატარებს. ჩვენი სოფელი იყენებს ბუნებრივ, ძალიან ცივ მიწისქვეშა წყლებს.

რომანმა და სოღომ წყაროებზე, წყლის სისუფთავესა და დაცვაზე სლაიდებით ისაუბრეს. დავითმა ღია გაკვეთილი დაასრულა წყლის შესახებ გამონათქვამებით, მაგალითად, „წყალმა იცოცხლოს" .

ღია გაკვეთილმა მოსწავლეებს ბევრი ინფორმაცია მისცა, ასევე გაზარდა მათი ცოდნა. ეს მათაც უბიძგა, რომ ყოფილიყვნენ კეთილგანწყობილი და ქველმოქმედები, როგორც პატარა რეიჩელი“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

პიროვნება

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
მოსწავლეებმა საკუთარი თვალით იხილეს საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული სიწმინდე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება