სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაისუბნის N2 სკოლის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ჩაქურამ“ ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადაში პირველი ადგილი დაიკავა
11-06-2024
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი, სადაც მოსწავლეთა განვითარებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

შედეგად კი, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეები არაერთ წარმატებას აღწევენ. ამჯერად, სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ჩაქურა“ სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადაში მონაწილეობდა. 

ანსამბლის წევრებმა თენგიზ ჭაღალიძისა და თაკო კონცელიძის ხელმძღვანელობით, შესაძლებლობები გამოავლინეს და პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვეს. ანსამბლს, საჭიროების შესაბამისად, ეროვნული სასცენო სამოსი გადაეცემა. სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ და წარმატებას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო და კერძო სკოლების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, კულტურის ცენტრებისა და სკოლისგარეშე სახელოვნებო დაწესებულებების სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ. სულ 69 ფოლკლორული ანსამბლი (აქედან 30 ხალხური ცეკვის და 39 ხალხური სიმღერის) და 1 507 შემსრულებელი.

ოლიმპიადა მიმდინარეობდა ეტაპობრივად, პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თითოეულ მუნიციპალიტეტში, მეორე ეტაპი გაიმართა 20 მაისს, სადაც მონაწილეობდა 33 ანსამბლი. კომპეტენტური ჟიურის მიერ გამარჯვებულად გამოვლინდა საუკეთესო შედეგის (ქულების) მქონე 17 ანსამბლი და განისაზღვრა მათი საპრიზო ადგილები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება