სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლიტერატურული სასამართლო პროცესი და შთამბეჭდავი პროექტ-გაკვეთილი პირველი სვირის საჯარო სკოლაში ​
03-06-2024
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა განათლების ხარისხსა და მოტივაციაზე აისახება. 

ახლახან, პირველი სვირის საჯარო სკოლის მეხუთე კლასში ჩატარდა პროექტ-გაკვეთილი - „ლიტერატურული სასამართლო“ (ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობის“ მიხედვით).

პროექტი სახელწოდებით - „ადამიანი და ბუნება“ მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა. 

პროექტის მიზანიც დიადია - ადამიანისა და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნება და გარემოს არსებული დაზიანების აღმოფხვრა.

„ამ პროცესში მოსწავლეთა გათვითცნობიერებული ჩართულობა მათი მოქალაქეობრივი ვალია ( ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი პრიერიტეტული თემა - გარემოს დაცვა).

აქტივობა კავშირშია დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებთან, სადაც გათვალისწინებულია მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობა, ინტერდისციპლინური და რაც მთავარია კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმის სამიზნე ცნებასთან“,- აღნიშნავენ სკოლაში და პროექტის მნიშვნელობას უსვანენ ხაზს. 

მოსწავლეებმა კარგად გაიაზრეს როლური გადანაწილებით, ნაწარმოებში დასმული პრობლემა და თან თავიანთი დამოკიდებულება და შეფასება გამოხატეს საკითხის მიმართ, დაფიქრდნენ, რომ გარემოსდაცვითი განათლება გულისხმობს აუცილებელი ცოდნის ჩამოყალიბებას ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს შესახებ.

შემოქმედებითად გამოიყენეს ტექნოლოგიური საშუალებები, დაამზადეს პოსტერები და შექმნეს კომიქსები.

პროექტში აქტიურად ჩაერთნენ მშობლები, სხვადასხვა კლასის მოსწავლეები და პედაგოგები. 

პროექტს პედაგოგი მარეხ გიორგაძე ხელმძღვანელობდა.

სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა, მშობლების ჩართულობა და პროექტის ხელმძღვანელის კრეატიულობა ახარებთ და მონდომებისთვის მადლობას უხდიან. 

„მადლობა, პროექტის ხელმძღვანელს - მარეხ გიორგაძეს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს საინტერესო აქტივობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„შუშანიკის წამება“ ქართულის გამოცდის მე-4 ვარიანტში - დეტალები

დაგვიანების შემთხვევა არ ყოფილა - NAEC დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს 

10-10 წლიანი პატიმრობა ბაღებისა და სკოლების მშენებლობიდან მოპარული მილიონებისთვის - განაჩენი ცნობილია

სააგენტოს უფროსად 25 წლის ფეხბურთელი დაინიშნა - მორიგი საკადრო ცვლილება სამინისტროში

აკა მორჩილაძის „ობოლე“, არავითარი გივი გეგეჭკორი - ქართულის გამოცდის მესამე ვარიანტი

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა 9 აპრილის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია და სასკოლო საზოგადოებას საპრეზენტაციო მასალით გააცნეს ამ დღის შინაარსობრივი დატვირთვა

მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას სკოლაში არაერთი აქტივობა მიეძღვნა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება