სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გეჯეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასში შემეცნებით-ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა
29-05-2024
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, მეოთხე კლასში შემეცნებით-ინტელექტუალური შეჯიბრება - „ყველაზე ჭკვიანი“ ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა შესაძლებლობები და ცოდნა გამოავლინეს.

შეჯიბრებამ საინტერესოდ ჩაიარა „ყველაზე ჭკვიანის“ ტიტულის მფლობელი კი ლია კუპრეიშვილი გახდა, მან 1-ელი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე ქეთი ვაშაკიძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ლიზი საკანდელიამ და ანდრია ტაბატაძემ დაიკავეს.

აქტივობა კლასის დამრიგებლის ნატალია სახოკიას ხელმძღვანელობით გაიმართა. მან მოსწავლეებს ღონისძიებამდე კიდევ ერთხელ შეახსენა დიდი საზოგადო მწერლისა და მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის გამონათქვამი: „მთავარი ძალა, რაც გამარჯვებას ანიჭებს ერს საარსებო ბრძოლაში, არის ცოდნა, განათლება“.

„ტომებსა და ხალხებს არაფერი არ თიშავს ისე, როგორც უვიცობა“,- სწორედ ამ სულისკვეთებით წარიმართა ღონისძიება. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა - მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება