| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და გამორჩეული აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, სკოლაში მუსიკის მასწავლებლის - მარინა სიხუაშვილისა და პედაგოგ თინათინ თვაურის ხელმძღვანელიბით თოჯინების თეატრი - „წითელქუდა“ ახალი ინტერპრეტაციით ჩატარდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მიზანი მოსწავლეებში შემოქმედებითი, კომუნიკაციის, ასოციაციური უნარების განვითარება იყო. მოსწავლეებმა მუსიკის სახელმძღვანელოდან თოჯინები გამოჭრეს, მოირგეს როლები და თავიანთი გმირები შეიყვარეს.
სწორედ ამის შემდგომ დაიწერა სცენარი და შეირჩა მუსიკალური ნომრები.
„სპექტაკლი გვესაუბრება ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: ერთმანეთის თანადგომა, მხარდაჭერა და მეგობრობა. დასასრულს, მოსწავლეებს გადაეცათ სიმბოლური სიგელები. სპექტაკლს ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები და მშობლები“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ