სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელთა ლამაზი გამოსაშვები ღონისძიება
27-05-2024
-
+


ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის I კლასში გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა.  

ღონისძიებაში - „ანბანთან დამშვიდობება“, რომელიც სკოლაში სომხური ენის მასწავლებლის - გაიანე მარკოსიანის ორგანიზებით გაიმართა, I ბ კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

სკოლაში სადღესასწაულო ატმოსფერო სუფევდა.

„16 მოსწავლემ აღნიშნა ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპის გადალახვა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. მათ საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულება აღნიშნეს და პირობა დადეს, რომ მშობლიურ ენას კარგად ისწავლიან და გაუფრთხილდებიან. 

მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს სომხური დამწერლობის შემქმნელს - მესროპ მაშტოცს და აღნიშნეს, რომ მან საფუძველი ჩაუყარა განმანათლებლობასა და პროგრესს, გააძლიერა ეროვნული იდენტობა. მისი შექმნილი დამწერლობა კი გახდა სომეხი ხალხის ხანგრძლივი არსებობის გარანტი.

​მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგმა პირობა დადეს, რომ მესროპ მაშტოცს მემკვიდრეობას ღისეულად შეინარჩუნებენ. 

 იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება