სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში საგანმანათლებლო ლიტერატურული ვიქტორინა გაიმართა 
27-05-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, თამარ მეფის გიმნაზიაში ჩატარდა საგანმანათლებლო ლიტერატურული ვიქტორინა - „წიგნების თარო“.

ვიქტორინა გაიმართა X-XI კლასებს შორის.

მოსწავლეებმა შესანიშნავი ცოდნა გამოავლინეს ქართველ და უცხოელ კლასიკოსთა ცხოვრებასა და შემოქმედების შესახებ.

გუნდებმა საუცხოო მეტოქეობა გაუწიეს ერთმანეთს.

ვიქტორინის ბოლოს გიმნაზიის რექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ სიტყვით მიმართა მოსწავლეებს, კიდევ ერთხელ ისაუბრა წიგნების მნიშვნელობაზე ჩვენს ცხოვრებაში და მონაწილეებს გადასცა კლასგარეშე საკითხავი კლასიკური წიგნები, რომელიც მისი თანადგომით შეიძინა გიმნაზიამ.

ვიქტორინა მოამზადა და წარმართა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მაყვალა ანთაძემ.

ვიქტორინა შეაფასა სამართლიანმა ჟიურიმ, წევრები გახლდათ გიმნაზიის დაწყებითების პედაგოგი ქეთევან გაგოშიძე, ინგლისური ენის პედაგოგი მზიური კოჩალიძე და ფიზიკის პედაგოგი ზურაბ გოგოლაძე.

მცირე განსხვავებით გაიმარჯვა მე-11 კლასმა. სკოლაში კი კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება