სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„თანახმა ვარ, სკოლამ დაამუშაოს ჩემი და ჩემი შვილის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები“ - სკოლებმა მოსწავლეთა მშობლებს დოკუმენტი გააცნეს
20-05-2024
-
+


პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონში ცვლილებების შედეგად, მოსწავლეთა მშობლებს განახლებული დოკუმენტი გადაეცათ, სადაც ხელმოწერით უნდა დაადასტურონ თანხმობა გარკვეული მონაცემების დამუშავებაზე.

ტექსტს etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე წერილობითი თანხმობა (18 წლამდე)

თანახმა ვარ, საგანმანათლებლო მიზნებისთვის სკოლამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად პერსონალური მონაცემების დამუშავების ფარგლებში დაამუშავოს ჩემი და ჩემი შვილის (მოსწავლის სახელი/გვარი) განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები: მათ შორის ბიომეტრიული მოწაცემები (გვარი, სახელი, პირადი წომერი, სახის გამოსახულება). ასევე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემი (ინფორმაცია მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ). აგრეთვე სოციალური მახასიათებელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი. ასევე თანახმა ვარ სკოლამ პირდაპირი მარკეტინგის ფარგლებში ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მომაწოდოს ინფორმაცია სკოლის მიერ სხვადასხვა მომსახურების შემოთავაზების შესახებ.

სკოლა უფლებამოსილია სასწავლო მიზნების ფარგლებში მოახდინოს მონაცემთა შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.

სკოლა, ასევე უფლებამოსილია, ჩემი შვილის კანონიერი მიზნებიდან გამომდინარე გადასცეს პერსონალური მონაცემები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მის ტერიტორიულ ორგანოებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.

თავის მხრივ, სკოლა იღებს ვალდებულებას, რომ არ დაუშვებს ჩემი და ჩემი შვილის პერსონალური მონაცემების სხვა მიზნებით დამუშავებას, გარდა „პერსონალურ მონაცემთა საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და აღნიშნული მონაცემების დასაცავად დაცვის შესახებ“ მიიღებს შესაბამის ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა სათანადო დაცვას.

ამასთან, ინფორმირებული ვარ, რომ უფლება მაქვს მივიღო ინფორმაცია ჩემი და ჩემი შვილის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოვითხოვო მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მოწაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება. ასევე, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება.

ამ შემთხვევაში, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა სკოლა იღებს ვალდებულებას მონაცემთა დამუშავების შეწყვეტაზე ან/და მონაცემების წაშლა/განადგურებაზე. აგრეთვე, უფლება მაქვს ნებისმიერ დროს, განმარტების ან დასაბუთების გარეშე წერილობით გამოვიხმო წინამდებარე თანხმობა. ასევე, სკოლა ვალდებულია შეწყვიტოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება ჩემი მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.

სახელი, გვარი:

თარიღი:

სკოლის ვალდებულებები მოსწავლეთა წინაშე და რეკომენდაციები პედაგოგებისა და დირექტორებისთვის


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

მათთან 21 ბავშვი მკურნალობდა ნოროვირუსული გასტროენტერიტით და საშუალო სიმძიმის მდგომარეობა ჰქონდათ

საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება