TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი, იაზროვნე

2024 წლის ფოთის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა
20-05-2024
-
+


20 მაისს „ეტალონის“ გუნდი ქალაქ ფოთს ეწვია. 

ღონისძიებას ფოთის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსმა უმასპინძლა, სადაც ფოთელი გამორჩეული მოსწავლეები ერთმანეთს ინტელექტის და ცოდნის გამოვლენაში ეჯიბრებოდნენ. კონკურსში მონაწილეობას ქალაქის 14 სკოლის 28 გუნდი იღებდა. თითოეული გუნდი 5-5 მოსწავლისგან შედგებოდა, რომელთა კაპიტან-მოსწავლეებს, გუნდის ხელმძღვანელობა და გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ. ღონისძიების შედეგად 2024 წლის ქალაქ ფოთის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა. 

ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. მონაწილე გუნდებს კი ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გულშემატკივრობდნენ. 



 

მონაწილეებს გამამხნევებელი სიტყვებით მიმართეს და წარმატებები უსურვეს ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ვიცე-მერმა ლექსო თოდუამ და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა ზურაბ ტიბუამ. 

ღონისძიების მსვლელობისას, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც. 

ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე თანაწამყვანის როლშიც მოგვევლინა და მონაწილეებს ერთი კითხვა დაუსვა. საყოველთაო აქტიურობისა და ჩართულობის ფონზე კი, 20 კითხვის შედეგად გამარჯვებული სამეული გამოვლინდა:

2024 წლის „ფოთის ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა მოიპოვა ქალაქ ფოთს N1 საჯარო სკოლის VII კლასელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა 82 ქულით. გუნდის კაპიტანი იყო გიორგი ჭანტურია, შემადგენლობაში კი შედიოდნენ: ანასტასია ბაქანიძე, მარიამ პაპასქირი, მარიამ გოგოლი და გიორგი გელაშვილი. 

მეორე ადგილზე 80 ქულით გავიდა ქალაქ ფოთის N11 საჯარო სკოლის გუნდი VII კლასელი ნიკოლოზ ცხადაშვილის ხელმძღვანელობით. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: ანა ახალაია VI კლასი, ანასტასია ჟვანია VI კლასი, დავითი ბერაია VII კლასი და ირაკლი აბშილავა VII კლასი.

მესამე ადგილი კი ასევე 80 ქულით მოიპოვა ქალაქ ფოთის N12 საჯარო სკოლის VII კლასელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა. გუნდს ხელმძღვანელობდა ბარბარე ძაგანია, ხოლო შემადგენლობაში შედიოდნენ ბარბარე ქვილითაია, გოგა ჭანტურია, გეგა კაკულია და ელენე ხოშტარია .

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ფოთის N11 საჯარო სკოლის და ქალაქ ფოთის N12 საჯარო სკოლის გუნდებმა თანაბარი 80-80 ქულა დააგროვეს, ფოთის N11 საჯარო სკოლის გუნდმა ეს უფრო მცირე დროში მოახერხა (151 წამი), ვიდრე ფოთის N12 საჯარო სკოლის გუნდმა (282 წამი).

დღევანდელი ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის „ეტალონის“ გუნდი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ქალაქ ფოთის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურს და ქალბატონ ნონა სილაგავას. ღონისძიების მასპინძლობისთვის კი მადლობას უხდის ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს. 


ღონისძიების სრული ფოტოკოლაჟი იხილეთ ბმულზე


ასევე იხილეთ:

ფოთში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს





კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეები არაერთ საინტერესო, სახალისო თუ სასწავლო-შემეცნებით აქტივობაში ჩაერთნენ

მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება