სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი, იაზროვნე

ფოთში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
20-05-2024
-
+


„ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“ ფოთს სტუმრობს და ამჯერად ქალაქ ფოთის „ეტალონ გუნდს“ გამოავლენს. 

ღონისძიებას ფოთის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი მასპინძლობს და მასში 28 გუნდია ჩართული. 

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობენ. ღონისძიების შედეგად გამოვლინდება ქალაქ ფოთის „ეტალონი გუნდი“. თითოეული გუნდი 5-5 მოსწავლისგან შედგება. გუნდებს ჰყავთ არჩეული კაპიტანი მოსწავლე, რომელსაც გუნდის ხელმძღვანელობა და გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა აკისრია. 

   

 


ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. მონაწილე გუნდებს კი ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გულშემატკივრობენ.

მონაწილეებს გამამხნევებელი სიტყვებით მიმართეს და წარმატებები უსურვეს ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ვიცე-მერმა ლექსო თოდუამ და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა ზურაბ ტიბუამ. 

ღონისძიების მსვლელობისას, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც.

ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის „ეტალონის“ გუნდი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ქალაქ ფოთის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურს და ქალბატონ ნონა სილაგავას. ღონისძიების მასპინძლობისთვის კი მადლობას უხდის ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პროფესიული სტანდარტის 6 პუნქტი, რომელსაც პროფესიული განათლების მასწავლებლი უნდა აკმაყოფილებდეს

ვინ წყვეს სკოლების დანგრევის, რებილიტაციისა და მშენებლობის საკითხს - მთავრობამ სია გამოაქვეყნა 

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

სკოლაში ახარებთ პედაგოგის შრომის დაფასება და დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ

მათი მიზანი იყო შეგროვებული თანხით სკოლისთვის შეეძინათ საჭირო სასკოლო ნივთები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ, ახარებთ ეკოინიციატივა
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება