სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა“ - ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში
16-04-2024
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა. 

ემოციური ღონისძიება გაიხსნა სიტყვებით: „თუ ენა არა გაქვს, ერი არა ხარ“, „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“, - ამ სიტყვების მიღმა გარდაუვალი ჭეშმარიტება იმალება, ამიტომაც უდიდესი ძალა აქვს ქართველთათვის 14 აპრილის დღის აღნიშვნას, რამეთუ ამ დღიდან კიდევ ერთხელ დაიწყო სიცოცხლის ძალის შენარჩუნება ქართულმა ენამ და ქართველმა ერმა.

IIIბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის მარიტა ბრეგაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ლიტერატურულ სალონში გადაინაცვლეს და აღნიშნეს ეს მშვენიერი დღესასწაული.

ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა“, შთამბეჭდავი და მრავლისმთქმელი გახდა დამსწრე საზოგადოებისთვის.

ღონისძიებაზე ჰარმონიულად შეერწყა ლექსი სიმღერას და კიდევ ერთხელ პატივი მიეგო ქართულ ენას - ღმერთების ენას.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება