სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში, დინამიური და ინკლუზიური სასწავლო გარემოს შესაქმნელად, ფილმების ჩვენება ხშირად იმართება
12-04-2024
-
+


ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. იქ სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ეწყობა. 

ამჯერად კი, ფილმების ჩვენება გაიმართა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ფილმი ბავშვის განათლებისა და განვითარებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო რესურსია, იგი განსაკუთრებით სასარგებლოა სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის, რადგან მათთვის ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო ვიზუალური ინფორმაციაა. ბევრი ქართული ფილმი ცნობილი ნაწარმოებების მიხედვითაა შექმნილი და მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, წაიკითხონ ტექსტი და შემდეგ  ეკრანიზაციაც იხილონ.

რა სარგებლობა აქვს ფილმებს სმენის პრობლემის მქონე ბავშვებისათვის? - ამ საკითხზე სკოლაში ყურადღებას ამახვილებენ:

  • საგანმანათლებლო ფილმებში ხშირად წარმოდგენილია ისტორიული მოვლენები, რეალური სცენარები, რომლებიც ეხმარება ბავშვებს, ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს ვიზუალურ კონტექსტში ჩაწვდნენ;
  • ისინი ეცნობიან სხვადასხვა კულტურას, პერსპექტივასა და ცხოვრების წესს, რომელიც ხელს უწყობს ინტერკულტურულ განათლებას;
  • ფილმების განხილვა აუმჯობესებს კრიტიკული აზროვნების უნარს;
  • ფილმების ყურება ავითარებს ემოციურ ინტელექტს, რადგან გმირებისა და მათი ისტორიების მეშვეობით გადმოცემულია ემოციების ფართო სპექტრი, მოსწავლეებს უღვივდებათ ემპათიის გრძობა, რომელიც ბულინგისა და ძალადობის სხვადასხვა ფორმის პრევენციის მძლავრი იარაღია.

1-ელ აპრილს, ჟესტური ენის მასწავლებლის - რაისა დავითულიანის ინიციატივით, სკოლაში სიცილის საერთაშორისო დღე აღინიშნა. მოსწავლეებმა იხილეს ჩარლი ჩაპლინის  ფილმი „ბიჭუნა“.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში პროექტი - „კინო სკოლაში“ ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში წლების განმავლობაში წარმატებულად მიმდინარეობდა. მოსწავლეები ეზიარნენ კინომისიონერის ნაჩვენებ მსოფლიო კინოხელოვნების შედევრებს, მათ შორის, ჩარლი ჩაპლინის ფილმებსაც.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ კომედიური ფილმების ერთად ყურება ბავშვებში დადებით ემოციებსა და პოზიტიურ ურთიერთობებს უწყობს ხელს.

„ჩარლი ჩაპლინის ფილმები უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გასართობი. ამ ფილმების მეშვეობით, მოსწავლეები ცხოვრებისეულ გაკვეთილებს-სიკეთეს, სიყვარულსა და გამოწვევების გადალახვას საინტერესო და დასამახსოვრებელი გზით ეცნობიან“,- ამბობენ სკოლაში.

2 აპრილს, ჟესტური ენის მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია, რომ მსოფლიო საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეს ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეზე აღნიშნავს.

პატარები ძალიან დაინტერესდნენ ანდერსენის ბიოგრაფიითა და მისი უცნაური ხასიათით. ამბობენ, ანდერსენი ძალიან ბრაზობდა და არ მოსწონდა, როცა მას საბავშვო მწერლად და მეზღაპრედ მოიხსენებდნენ, მხოლოდ ბავშვებისთვის როდი ვწერო. ლიტერატორებში არსებობს მოსაზრება, რომ „მახინჯი იხვის ჭუჭული“ ავტობიოგრაფიული ზღაპარია, ამიტომაც რაისა დავითულიანმა ბავშვებს მისი ზღაპრის მიხედვით შექმნილი ანიმაციაც უჩვენა.

ამ თარიღთან დაკავშირებით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, უფროსკლასელების დახმარებით, ერთობლივად წაიკითხეს ჯიპრაიდის მიერ დაწყებითი განათლების ფარგლებში პატარა მკითხველებისთვის შექმნილი ილუსტრირებული წიგნი „დათვი დადუ“.

აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო ფილმებს სკოლაში არსებულ „მედიაწიგნიერების კლუბშიც“ ხშირად აჩვენებენ. მიმდინარე პროექტის- „სტერეოტიპები ჩვენ გარშემო“ ფარგლებში, მოსწავლეებმა იხილეს რეჟისორ სტივენ ჩბოკის მხატვრული ფილმი „საოცრება“, რომლის მთავარი გმირი გენეტიკური დეფორმაციით დაიბადა და სხვა ბავშვებს არ ჰგავს. მას თანატოლები ცუდად ექცევიან, მაგრამ ფილმის გმირი შეძლებს, დაამტკიცოს, რომ გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს.

ჩვენების შემდეგ, მოსწავლეებმა იმსჯელეს საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებზე, რომლებიც ადამიანების აღქმასა და დამოკიდებულებებზე ნეგატიურად აისახება.

სკოლაში გვეუბნებიან, რომ ფილმების ჩვენება მართლაც ღირებული და ეფექტური გზაა, დინამიური და ინკლუზიური სასწავლო გარემოს შესაქმნელად.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მაგისტრანტების საყურადღებოდ - ვისთვისაა სწავლა უფასო და რატომ არის შეზღუდული ვადებში აკრედიტებული პროგრამები

სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

250-ლარიან ფულად ჯილდოს მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები მიიღებენ

1-ელი ოქტომბრიდან მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერის ოდენობა იცვლება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული საქართველოს სხვადსხვა უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ

„გვიხარია და ვამაყობთ, რომ სკოლა „ინტელექტის“ კიდევ ერთ ი მოსწავლე საკუთარ მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე ქმნის“

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გულითადად გილოცავთ ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპის დაწყებას“-„ინტელექტი“ სტუდენტობას ულოცავს კურსდამთავრებულებს

თბილისის N117 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან რობოტიკის კლუბი შეიქმნება - გაეცანით დეტალურ ინფომაციას

გაიცანით, განძის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთა მიღწევებითაც ყველა ამაყობს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება