| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობა ტარდება, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის VII ბ კლასში ისტორიის მასწავლებელმა - ნაირა ყურშუბაძემ შემაჯამებელი გაკვეთილი ჩაატარა.
თემის შესწავლის შემდგომ მოსწავლეები ეწვივნენ ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს და თავიანთი ცოდნა კიდევ უფრო განამტკიცეს. მუზეუმში მათ დაათვალიერეს პრეისტორიული და ბრინჯაოს ხანის პერიოდის არტეფაქტები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა ნანახით განცდილი ემოციები საინტერესო პრეზენტაციებში ჩააქსოვეს.
საპრეზენტაციო საკითხი სხვადასხვა თემებს მოიცავდა: ქვის ხანა, ბრინჯაოს ხანა, დიაოხი და კოლხა, კოლხას ურთიერთობები ბერძნულ სამყაროსთან. მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ პერიოდის კულტურაზე - მტკვარ-არაქსის, თრიალეთის და კოლხური, პირველ ქართულ ტომობრივი გაერთიანებაზე - დიაოხი და კოლხა, მათი ურთიერთობაზე ბერძნულ სამყაროსთან. ბავშვებმა ასევე აღნიშნეს მათი ისტორიული მნიშვნელობა და ღირებულება. თემასთან დაკავშირებით შექმნეს პოსტერები.
ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო. მოსწავლეებმა საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.
„მადლობა, ჩემს მოსწავლეებს აქტიურობისათვის, კლასის დამრიგებელს - თამილა დუმბაძეს“, - აღნიშნავს საგნის მასწავლებელი ნაირა ყურშუბაძე.
მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენა-განვითარებას უწყობს ხელს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება
სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ