სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ყოფილი მოსწავლე-მასწავლებლის, დღეს კი უკვე კოლეგების სამაგალითო თანამშრომლობა- გაიცანით წარმატებული პედაგოგები ნაკიფუს თემის N1 და ეწერის სკოლებიდან
11-04-2024
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N1 და ეწერის საჯარო სკოლებს შორის თანამშრომლობითი კულტურა ყოველთვის მაღალ დონეზე იყო, პედაგოგები ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას, რჩევებსა და კომპლიმენტებს უზიარებენ. 

ამის დასტურია, ისიც, რომ  ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლის მენტორმა მასწავლებელმა - თამარ აქირთავამ, ეწერის საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებლის, ცირა წარეთაშვილის ღვაწლი დააფასა და ფიქრობს, რომ თავისი წარმატება, სწორედ მისი დამსახურებაა.

დაწყებითი კლასების პედაგოგი თამარ აქირთავა, მისივე ღვაწლმოსილმა პედაგოგმა - ცირა წარეთაშვილმა ქართულის ღია გაკვეთილზე ​მიიწვია. 

აღსანიშნავია, რომ პედაგოგი ცირა წარეთაშვილი  83 წლის პედაგოგია, რომელსაც გასულ წელს დამსახურებული მასწავლებლის წოდება​ მიენიჭა. 

პედაგოგი თამარ აქირთავა, გვიზიარებს მის შთაბეჭდილებებსა და დამოკიდებულებას პედაგოგის მიმართ და საუბროს, თუ როგორ მონუსხა ერთ დროს, როგორც მოსწავლე თავისი პედაგოგიური პროფესიონალიზმით, ახლა კი, როგორც კოლეგას უზიარებს გამოცდილებას. 

„ჩემი დაწყებითი კლასების მასწავლებელმა, რომელიც არის 83 წლის, გასულ წელს მიენიჭა დამსახურებული მასწავლებლის წოდება, მიმიწვია ქართულის ღია გაკვეთილზე - „დათვის წვეულება“-როლური თამაში.

მართლა დიდია მისი ღვაწლი სისტემაში თაობების წინაშე. ცირა წარეთაშვილს აქვს 65 წლიანი სტაჟი განათლების სფეროში. მისი არც ერთი გაკვეთილი ერთმანეთს არ ჰგავდა. მოჰქონდა უამრავი თვალსაჩინო მასალა, რაც ახლაც ცოცხლდება ჩემს გონებაში. დღესაც ცდილობს არ ჩამორჩეს დროს და ეცნობა და ნერგავს სიახლეებს. ჰქონდა როლური თამაში მოწყობილი. ჩვენ ხშირად ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას და დღემდე ვთანამშრომლობთ. მან გაგვილამაზა ბავშვობის წლები. პროფესიის არჩევაც მისმა სიყვარულმა გადააწყვეტინა და დღეს სიამოვნებას მანიჭებს საქმე, რომელსაც მოსწავლეთა სწავლა-სწავლება ჰქვია“, - აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება