სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოვიარე საქართველო“ - საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი პროექტი გრძელდება 
12-04-2024
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლა გრძელდება პროექტი - „მოვიარე საქართველო“ აქტიური მეექვსეკლასელების მონაწილეობით და საგნის მასწავლებლის - ირინე აბრალავასა და დამრიგებლების ხელმძღვანელობით.

VIა და VIბ კლასის მოსწავლეები ამჯერად ორი კუთხის - სამეგრელოსა და ზემო სვანეთის საინტერესო ადგილების ნაწილს ესტუმრნენ.

როგორც მოსწავლეთა პედაგოგი გვიყვება, მათ მოინახულეს ​ოჭანეს დიდებული ტაძარი და დედათა მონასტერი, ჯგეგეს - წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ნანგრევები, გმირ მელიტონ ქანთარიას საფლავი, ომუნეს ჯიხა,ხუდონელ შინმოუსვლელთა მემორიალი, ულამაზესი ჩანჩქერი სვანეთის დასაწყისში და სვანური ტრადიციული კერძით „კუბდრით“ განთქმული სოფელი „ბარჯაში“, სადაც მოსწავლეებს გულუხვად უმასპინძლა საოცარმა ქალბატონმა მანანა ჭკადუამ, რისთვისაც მას პროექტის ხელმძღვანელი მადლობას უხდის.

„მადლობა მას... მადლობა, დირექციას და მშობლებს თანადგომისთვის. მადლობა, ჩვენს მესაჭეს - ლაშა კვირკვიას უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის, მადლობა ჩვენს აქტიურ გოგო-ბიჭებს, წამით რომ არ გვაძლევენ მოდუნების უფლებას. წინ კიდევ ბევრი საინტერესო დღე გველოდება“,- აღნიშნავს ირინე აბრალავა. 

აღსანიშნავია, რომ საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაში ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება