| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის ცხოვრება მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
4 აპრილს, საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები, მშობლებთან ერთად, ესტუმრნენ ოჭანეს დედათა მონასტერს, სადაც ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა - ანნა წულაიამ ბავშვებს ბუნებაში მეტად საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარა თემაზე - „მცენარეთა სამეფო“.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს და გაეცნენ მონასტერში არსებულ ბაღში 112 სხვადასხვა სასიცოცხლო ფორმის მცენარეთა: ხეები, ბუჩქები, ბალახოვანი, ხვიარა წარმომადგენლები. მესამეკლასელებმა იმსჯელეს მცენარეთა ფორმების მნიშვნელობაზე.
„გაკვეთილი ბუნებაში ეხმარება მოსწავლეებს დაკვირვების, შედარების, ანალიზის, მსჯელობის, დისკუსიის, არგუმენტირების, შესაბამისობის დადგენის უნარების განვითარებაში. მშობლების ჩართულობა ზრდის მოსწავლეებში პასუხისმგებლობას და ყურადღებას, დადებითად მოქმედებს ბავშვის და მშობლის ურთიერთობაზე“,- აღნიშნავს პედაგოგი და ასეთი შემეცნებითი გაკვეთილების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
„მადლობა, მშობლებს და მოსწავლეებს საინტერესო და ნაყოფიერი დღისთვის!“,- დასძენს მასწავლებელი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა