სიახლეები


ეროვნულ ბიბლიოთეკაში დამოუკიდებლობის დარბაზი გაიხსნება
24-05-2018
-
+


25 მაისს 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში დამოუკიდებლობის დარბაზი გაიხსნება. 


დარბაზის გახსნა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან ასი წლის იუბილეს ეძღვნება.

ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზი სრულად აღადგენს 1918-1921 წლებში განვითარებულ მოვლენებს. ეპოქას გააცოცხლებს ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური მასალა: ქართული ლეგიონის თამარ მეფის სამახსოვრო ნიშანი და სიგელი (ორიგინალები); საქართველოს 1918-1921 წლების კონსტიტუციის (ის 1921 წლის 21 თებერვალს ბათუმში გამოიცა) გამოცემის ერთადერთი ეგზემპლარი; საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კანონები; საერთაშორისო ურთიერთობების ამსახველი დოკუმენტები; ქართული სიმბოლიკის (ჰიმნის ტექსტი, გერბი) ორიგინალები; დამოუკიდებლობის აქტის სამუშაო ვერსიები; 1919 წლის 12 მარტს დამფუძნებელი კრების მიერ ხელახლა დამტკიცებული დამოუკიდებლობის აქტის ორიგინალი; 1918-1921 წლების საქართველოს მოქალაქის პასპორტი; დამფუძნებელ კრებაზე დასასწრები ბარათი; საქართველოს პარლამენტის წევრის მოწმობა; 1903, 1918, 1919, 1921 წლებში გამოცემული საქართველოს რუკები, ხელნაწერები და საარქივო მასალები. ასევე გამოფენილი იქნება 1918-1921 წლების კულტურული ცხოვრების ამსახველი პანორამა.

დარბაზში წარმოდგენილი იქნება საბჭოთა ეპოქის ამსახველი ფოტომასალაც (კინოს, თეატრის, მუსიკის, სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტოები). ექსპოზიცია დარბაზში დამონტაჟებულ სიმბოლურ წითელ გვირაბზე იქნება განთავსებული.

ასევე წარმოდგენილი იქნება 9 აპრილის მოვლენების ამსახველი ფოტოები.

ამდენად, ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზი დამთვალიერებელს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან (1918-1921) მის აღდგენამდე (1990-იან წლებამდე) პერიოდის შესახებ სრულ შთაბეჭდილებას შეუქმნის. ექსპოზიცია იქნება მუდმივმოქმედი და მისი ნახვის შესაძლებლობა მიეცემა ნებისმიერ მსურველს უფასოდ.

ამ სივრცეში განთავსდება ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის ცენტრალური საკატალოგო. 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„აქტივობა ცოტა დამღლელი, მაგრამ მართლაც კარგი, სასარგებლო და საინტერესო გამოგვივიდა“, - აღნიშნავენ სკოლაში
კვირეულის ფარგლებში, სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა გაიმართა
სკოლაში ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა წაიკითხეს მათთვის საყვარელი წიგნები და შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარეს.
საინტერესო
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება