სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების საბოლოო დოკუმენტი - 17 პრინციპი ცნობილია
22-04-2024
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მომზადდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი პროექტი, რომელიც ფართომასშტაბიანი საჯარო განხილვებისა და სასკოლო საზოგადოების წევრების მაქსიმალური ჩართულობით, საბოლოო ვერსიად ჩამოყალიბდა.

სამინისტროს ინიციატივით ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვები რამდენიმე კვირის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, გარემოსდაცვითი განათლების ცენტრის, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები – მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები, სტუდენტები.

სწორედ საჯარო განხილვის შედეგად მიღებული უკუკავშირების გაანალიზების შედეგად შემუშავდა და მომზადდა დოკუმენტის საბოლოო ვერსია.

დოკუმენტი ეფუძნება ისეთ ღირებულებებსა და პრინციპებს, როგორიც არის:

• პატრიოტიზმი და ეროვნული სულისკვეთება

• სახელმწიფოებრივი აზროვნება

• ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემა

• სახელმწიფო ენა, ისტორია და კულტურა

• ეთნიკური მრავალფეროვნება და კულტურული მემკვიდრეობა

• თავისუფალი, დემოკრატიული და მშვიდობიანი საზოგადოება

• სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მშენებლობა

• მდგრადი განვითარება და საზოგადოების კეთილდღეობა

• ინკლუზია, ტოლერანტობა და სამართლიანობა

• მაღალი სამოქალაქო ცნობიერება

• ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივი, მორალური და ეთიკური პრინციპები

• უფლებები, ვალდებულებები და სოციალური პასუხისმგებლობა

• გარემოსდაცვითი ცნობიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ფიზიკური, ესთეტიკური, სოციო-ემოციური განვითარება

• ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება

• აკადემიური ცოდნა და წიგნიერება

• კომუნიკაციის მაღალი კულტურა

• ციფრული მოქალაქეობა, შემოქმედებითობა და სიახლეთა მიმღებლობა

ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე დაყრდნობით გაუმჯობესდება სასწავლო პროგრამები, საგანმანათლებლო რესურსები და სასკოლო გარემო, რაც უზრუნველყოფს სკოლისთვის დასახული მიზნების მიღწევას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება