| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს სკოლამდელი და ადრეული აღზრდისა და განათლების სისტემის მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას, თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას.
ერთ-ერთი მიმართულება, ე.წ. ჰართის (HEART) მეთოდოლოგიის ინტეგრირებაა. პროგრამა, რომელიც ხელოვნების გზით აღსაზრდელების განათლებასა და გაჯანსაღებას ისახავს მიზნად, უკვე დაინერგა დედაქალაქის 100 საბავშვო ბაღში, გადამზადებულია 700-მდე აღმზრდელი, წელს კი, ეს რიცხვი 500-ით გაიზრდება.
„2024-2025 წლებში, მემორანდუმის ფარგლებში, გათვალისწინებულია ადრეული და სკოლამდელი განათლების სექტორის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დაარსება და აღჭურვა, „ჰართის“ ტრენინგების ჩატარება და ცენტრის უწყვეტი ფუნქციონირების მხარდაჭერა. ჩვენი თითოეული პროექტის მიზანია სისტემის უწყვეტი განვითარება, პერსონალის მხარდაჭერა, საერთაშორისო სტანდარტებისა და სიახლეების დანერგვა“, - განაცხადა კახა აბულაძემ და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ინიციატივებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას