მაჭატიის საჯარო სკოლაში მოსწავლეების მიერ გადაღებული ფოტოების კონკურსი ჩატარდა
მაჭატიის საჯარო სკოლაში ფოტოკონკურსი ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა სურათები სხვადასხვა თემაზე წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ ისინი ფოტოებს წლის განმავლობაში აგროვებდნენ.
მოსწავლეებმა საკუთარ ნამუშევრებს სათაური შეურჩიეს და ისე გამოფინეს.
სკოლის დირექციის შეფასებით, აქტივობა შთამბეჭდავი იყო.
იხილეთ ფოტოები