შეუბნის საჯარო სკოლაში პოეტ და მხატვარ მოსწავლეს პოეზიის საღამო მოუწყვეს
შეუბნის საჯარო სკოლაში მე-9 კლასელთა ინიციატივით პოეზიის საღამო მოეწყო, რომელიც თანაკლასელს, რეზო ჩიკვილაძეს მიუძღვნეს. მათ რეზოს ლექსები წაიკითხეს, ავტორს მოუსმინეს და შეკითხვები დაუსვეს.
რეზო ჩიკვილაძის ლექსების თემა ძირითადად სიყვარულს და დედას ეძღვნება.
მოსწავლე აგრეთვე დაინტერესებულია ხატვით და მისი არაერთი ნამუშევარი გამოფენილია სკოლაში.
იხილეთ ფოტოები