ზემო ბოდბის N1 საჯარო სკოლის უმცროსკლასელებმა ზეიმი გამართეს
ზემო ბოდბის N1 საჯარო სკოლამ ღონისძიება გამართა, სადაც მონაწილეობას დაწყებითი კლასების მოსწავლეები იღებდნენ. აღნიშნული რამდენიმე თარიღს აერთიანებდა, მათ შორის გაზაფხულის დადგომას, დედაენის და ანბანის გაცილების დღეს.
მონაწილეებმა ლექსები, სიმღერები და თემატურად სახალისო ნომრები წარმოადგინეს, რითიც მაყურებელს ძალიან ასიამოვნეს.
სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი ღონისძიებები სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოს ხდის.
იხილეთ ფოტოები