სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

8 იდეა არასტანდარტული გაკვეთილის ჩასატარებლად
16-01-2018
-
+


8 იდეა არასტანდარტული გაკვეთილის ჩასატარებლად.

  • გაკვეთილი - მსჯელობა: მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს განსახილველ თემას, რომელზეც არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი და სადავო საკითხია. მოსწავლეები  სხვადასხვა ჯგუფში თანამოაზრეებთან ერთიანდებიან და დისკუსიის დასრულებამდე   საკუთარ მოსაზრებას არგუმენტებით იცავენ.
  • საქმიანი თამაში: გაკვეთილზე გათამაშდება ცხოვრებისეული სიტუაციები და პრობლემები, რომელთა გადაჭრის გზებსაც მოსწავლეები მიაგნებენ.
  • გაკვეთილი - კონფერენცია: ამ ტიპის გაკვეთილები მაღალ კლასებში ტარდება. მოსწავლეებს წინასწარ ატყობინებენ საკონფერენციო თემებს, კლასი ჯგუფებად იყოფა და თითოეული მათგანი იღებს საკითხს მოხსენების მოსამზადებალდ.
  • გაკვეთილი - შეხვედრა: გაკვეთილს მოწვეული სტუმარი ესწრება. იქნება ეს მწერალი, ვეტერანი, მოგზაური თუ სხვა. 
  • გაკვეთილი - კონცერტი, ინსცენირება: ამ ტიპის გაკვეთილები ლიტერატურულ საღამოებსა და უცხოენოვან დადგმებს შეესაბამება.
  • ინტეგრირებული გაკვეთილი: გაკვეთილი, რომელიც რამდენიმე საგანსა და მასწავლებელს აერთიანებს. მისი მიზანი სხვადასხვა სფეროს, სწავლებასა და ცხოვრებას შორის კავშირის პოვნაა.
  • გაკვეთილი - თამაში: გაკვეთილი, სადაც ბავშვები ინტელექტუალური შეჯიბრებებით სწავლობენ (მაგალითად, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-შეჯიბრ „ეტალონის“ მსგავსი პროექტებით) მსგავსი მიდგომა ცოდნის გაღრმავებისა და საკუთარი ერუდიციის შეფასების საშუალებას იძლევა.
  • გაკვეთილი - ძიება: მოსწავლეები დასმული საკითხის ირგვლივ ჰიპოთეზას გამოთქვამენ და მასალას ეცნობიან, გამოაქვთ დასკვნა და წარმოადგენენ ინტერპრეტირებულ შედეგს.

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თანხის გადახდის ბოლო ვადა აპლიკანტებს დღეს, 5 ივნისის 18:00 საათამდე აქვთ - დეტალური ინფორმაცია

სკოლეში გამოცდები 24 ივნისამდე ჩატარდება

საზაფხულო ბაღებში ის ბავშვებიც ივლიან, ვინც წელს სკოლაში შედის - განმარტებები

მასწავლებლების ფინანსური მხარდაჭერა და სასწავლო რესურსები... - კიდევ რას ითვალისწინებს ახალი დოკუმენტი

სკოლის დირექტორების საყურადღებოდ - დარღვევების ოქმებთან დაკავშირებით emis-ის ინსტრუქცია

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

სკოლაში ახარებთ მოსწავლის წარმატება და მე-7 კლასელს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

მოსწავლეებმა მოილოცეს ანტონ მარტყოფელის მამათა მონასტერი, ითამაშეს ბუნებაში და ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ უკან
 
მოსწავლეებისთვის შეხვედა მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება