სიახლეები
ეტალონი

ალექსანდრე ჯეჯელავამ ''საქართველოს ეტალონ მოსწავლეს'' გამარჯვება პირადად მიულოცა
04-07-2017
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის ახლადრეაბილიტირებულ სკოლას ესტუმრა.

მინისტრმა განახლებული სკოლა დათვალიერა, შემდეგ კი ცაგერის კულტურის სახლში პედაგოგებსა და სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ალექსანდრე ჯეჯელავას 2016-2017 სასწავლი წლის ''საქართველოს ეტალონი მოსწავლე'' ვახტანგ ჩაჩხიანი გააცნეს. ვახტანგი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშის მე-11 კლასის მოსწავლეა. მინისტრმა მას ''ეტალონში'' მიღწეული წარმატება მიულოცა.

''საქართველოს ეტალონი მოსწავლე'' ვახტანგ ჩაჩხიანი:

''კულტურის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე მინისტრს ჩემი თავი გააცნეს, მან ''ეტალონში'' მიღწეული გამარჯვება მომილოცა.'' 

ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ირაკლი სილაგაძე:

''ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ოყურეშის სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. ალექსანდრე ჯეჯელავა დაინტერესებული იყო მიმდინარე პროცესებით. ის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სკოლას ესტუმრა. შეხვედრაზე ძალიან ბევრ სამომავლო პროექტზე ვისაუბრეთ. ამის შემდეგ ცაგერის კულტურის სახლში ''საქართველოს ეტალონი მოსწავლე'' ვახტანგ ჩაჩხიანი გავაცანით მინისტრს, პროექტ ''ეტალონზე'' და მის მნიშვნელობაზე გავამახვილეთ ყურადღება. მინისტრი შეხვედრით კმაყოფილი დარჩა.''

ლაილაშის სკოლის დირექტორი ალექსანდრე გიორგობიანი:

''განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ცაგერში 2 ივლისს იყო ჩამოსული. კულტურის სახლში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც დაახლოებით 300-მდე პედაგოგი და სკოლის წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრაზე საუბარი იყო რეფორმებსა და სიახლეებზე. მან მასწავლებლებს თავისი პოზიციები გააცნო, შემდეგ ''ეტალონის'' გამარჯვებული მოსწავლე აიყვანეს სცენაზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვება დიდი წარმატებაა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მაღალმთიანი რეგიონის წარმომადგენელი გახდა ასეთი მასშტაბური პროექტის გამარჯვებული. მინისტრს ჩვენი სკოლის პრობლემასთან დაკავშირებითაც ვესაუბრე, როგორც იცით, წლის დასაწყისში ხანძარმა გაანადგურა ლაილაშის სკოლა. მინისტრმა გვითხრა, რომ 2018 წელს ჩვენი პრობლემა მოგვარებული იქნება. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მოგვიწევს იმ სკოლაში გადასვლა. ჩვენთან ერთად რაიონის გამგებელიც იყო. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სკოლის პოპულარიზაცია ''ეტალონის'' დაამსახურებაა. ამისთვის დიდი მადლობა თქვენ. მინისტრთან შეხვედრაზე საზაფხულო ბანაკზეც ვისაუბრეთ. ჩვენს სკოლაში 80-იან წლებამდე  ბანაკი ფუნქციონირებდა. ჩვენი რეგიონისა და სხვა მხარის მოსწავლეები  ზაფხულობით აქ ისვენებდნენ. მინისტრს შევთავაზე, რომ ბანაკი კვლავ აღდგეს. იდეა მოეწონა და გვითხრა, რომ ამ იდეით დაინტერესდებიან. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ გოჩას და თქვენ, რომ ჩვენი სკოლა საზოგადოებას გააცანით.''

''მიხარია, რომ ''ეტალონი'' სწორედ ის პროექტია, რომელიც ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნისთვისაა მიმართული'' - ალექსანდრე ჯეჯელავა

''ათასში ერთი რომ გამოერევა, ისეთი მოსწავლეა ვახტანგ ჩაჩხიანი'' - როგორ ახასიათებენ ''საქართველოს ეტალონ მოსწავლეს''


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება